ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაჩვეულებრივი ანკარა - Grass snake (Natrix natrix)

ჩვეულებრივი ანკარა – Grass snake (Natrix natrix)

საქართელოს ველური ბუნების ბინადარი ჩვეულებრივი ანკარა ანაკლიაში შენიშნეს

ჩვეულებრივი ანკარა – Grass snake (Natrix natrix) მკვეთრად განსხვავდება სხვა გველებისაგან კარგად შესამჩნევი, თავის უკანა ნაწილის ორივე მხარეს არსებული ყვითელი, სტაფილოსფერი ან ჭუჭყიანი-თეთრი ორი ლაქით. ლაქას გააჩნიათ ნახევარმთვარის ფორმა და ბოლოვდება ორივე მხარეზე შავი ზოლით.

ამ გველების საცხოვრებელი ადგილი ნესტიანია. ბინადრობენ ძირითადად მდინარეების, ტბების, ჭაობების, სარწყავი არხების ან წყალსაცავების ახლოს; ნესტიან ტყეებში; ბუჩქოვან მინდვრებში. იშვიათად გვხვდებიან ღია სტეპებში და უტყეო მთებში. არც თუ ისე იშვიათად ცხოვრობენ ბოსტნებში, ბაღებში, შინაური ცხოველების სადგომებთან და ზოგიერთ საყოფაცხოვრებო ნაგებობაში. გაზაფხულზე და შემოდგომაზე, როდესაც ნიადაგი ნესტიანია, გველები წყლიდან მოშორებით მიდიან და სახლდებიან ხეების ფესვების ქვეშ, ქვებში, მღრღნელების სოროებში, ხის ნაპრალებში და სხვა. იშვიათად სარდაფებში და ნაგვის გროვებში.

ჩვეულებრივი ანკარა უშხამო გველია. მისი ნაკბენი მსუბუქია და მალევე ხორცდება. მას შხამიანი კბილები არ აქვს, ამიტომ მსხვერპლს ცოცხლად ყლაპავს. საკვებს პოულობს როგორც წყალში, ისე ხმელეთზე. ანკარას საკვებს წარმოადგენს: ბაყაყები, გომბეშოები, ტრიტონები, წვრილი თევზები (იშვიათად), ხვლიკები, მწერები (უმთავრესად ხოჭოები), ზოგჯერ მინდვრის თაგვებიც და იშვიათად ჩიტები. ახალგაზრდა ანკარები ზოგჯერ მწერებს მიირთმევენ.

📷Levan Kobalia

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...