ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"ვაქცინაციის ჩავარდნილი ტემპისა და "ომიკრონის" გავრცელების ფონზე განსაკუთრებით...

“ვაქცინაციის ჩავარდნილი ტემპისა და “ომიკრონის” გავრცელების ფონზე განსაკუთრებით სარისკოა სწავლების დასწრებულ რეჟიმზე გადასვლა” – ნანა ტოხვაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე სკოლებში სასწავლო პროცესის განახლების საკითხს ეხმიანება. ტოხვაძეს მიაჩნია, რომ ვაქცინაციის ჩავარდნილი ტემპისა და “ომიკრონის” გავრცელების ფონზე განსაკუთრებით სარისკოა სწავლების დასწრებულ რეჟიმზე გადასვლა:

დღეიდან საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. განათლების სამინისტრო ჯიუტად ახცადებს, რომ სკოლები სრულ მზადყოფნაშია და სათანადოდაა აღჭურვილი.

დღევანდელ ვითარებაში, როდესაც პროგნოზირებენ კოვიდ ინფიცირების 60 000-ზე მეტ შემთხვევას და „ომიკრონ“ შტამი ელვისებურად ვრცელდება, ნონსენსია სკოლების მზაობაზე საუბარი.

მიმაჩნია, რომ ვაქცინაციის ჩავარდნილი ტემპისა და “ომიკრონის” გავრცელების ფონზე განსაკუთრებით სარისკოა სწავლების დასწრებულ რეჟიმზე გადასვლა. ჩვენთვის დღემდე უცნობია მასწავლებელთა იმუნიზაციის ზუსტი მაჩვენებელი, ხოლო რაც ზუსტად ვიცით, “ომიკრონის” შტამის შემთხვევაში მოზარდები პირდაპირ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ. საფრთხეს ზრდის ჰოსპიტალური სექტორის გაუმართაობა და ჯანდაცვის სისტემის მოუქნელობა შემთხვევათა პიკის დროს. სამწუხაროდ, სპეციალისტებისგან მხოლოდ ნეგატიური მოლოდინები გვესმის.

დღევანდელი მონაცემებით 53%-ითაა მომატებული ტესტზე მიმართვის მაჩვენებელი წინა 7 დღის განმავლობაში ჩატარებულ ტესტირებასთან შედარებით.

მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს სკოლების შეზღუდვა გადაწყვეტილების მიღებისას. სამინისტროს დირექტივის გარეშე, მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად გადაწყვიტონ დისტანციურ რეჟიმზე გადსვლა ან არგადასვლა.

პანდემიის განმავლობაში, მიუხედავად ჩემი სასკოლო სივრცეში დაბრუნების ქომაგობისა, დღეს გამიჭირდება მოვუწოდო მშობლებს ისარგებლონ დასწრებული სწავლებით და თავი არ შეიკავონ შვილების სკოლაში გაშვებისგან”, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტრამპის საგარეო პოლიტიკამ დასაშვები გახადა ომის დამნაშავის გვერდით დგომა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებაზე...

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მათ არ იციან რა არის სამშობლოსთვის ნამდვილი გმირების თავდადება” – მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიაზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გმირობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას...