პარასკევი, ივლისი 4, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები"საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გულითადად ვულოცავთ დაარსებიდან 100 წლისთავს"...

“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გულითადად ვულოცავთ დაარსებიდან 100 წლისთავს” – ილია მეორე

საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მილოცვას ავრცელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით:

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გულითადად ვულოცავთ დაარსებიდან 100 წლისთავს. იგი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის წიაღში ჩამოყალიბდა იმ მადლმოსილი პროფესორების თაოსნობითა და მონაწილეობით, რომელთაც დედაუნივერსიტეტს თავიდანვე მოუპოვეს სახელი და დიდება.

ტექნიკური უნივერსიტეტის წინსვლა მოკლე დროში მოხდა; მსოფლიო ამ მიმართულებით აღმავლობას განიცდიდა და, ბუნებრივია, ეს ჩვენს ქვეყანაშიც ჰპოვებდა თავის გამოძახილს.

საუკუნის მანძილზე სასწავლებელში მრავალი ცვლილება მოხდა, მას მრავალი ფაკულტეტი და განხრა დაემატა და მოიცვა თითქმის ყველა მიმართულება, მათ შორის საღვთისმეტყველო.

და თუ მესამე ათასწლეულის დადგომამდე საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა, რომლის ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობას უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული, ამ საქმეში ამ უნივერსიტეტს ლომის წილი აქვს შეტანილი.

მინდა დავლოცო მის კედლებში მოღვაწე და აწ უკვე გარდაცვლილი პროფესორ-მასწავლებლები და ყოფილი სტუდენტები და შევავედრო მათი უკვდავი სული ღმერთს, რათა უფალმა ისინი სავანესა მართალთასა დააწესოს.

ასევე ვლოცავ მოქმედ პედაგოგებსა და სტუდენტებს, მომსახურე პერსონალს, ამ უნივერსიტეტდამთავრებულ ყველა ადამიანს. თქვენ ჩვენი ქვეყნის იმედი ხართ.

უფალმა შეგაძლებინოთ თქვენი მოვალეობის პირნათლად შესრულება.

გახსოვდეთ, ღვთის წინაშე არ არსებობს რანგირება თანამდებობების მიხედვით, არსებობს დაკისრებული პასუხისმგებლობა და მისი მეტ-ნაკლებად შემსრულებელნი.
რა თქმა უნდა, ამ მხრივ ყველაზე დიდი რექტორის ფუნქციაა.

ბატონი დავით გურგენიძე, მართალია, ახლადარჩეული რექტორია, მაგრამ შეძლო მოკლე დროში ახალგაზრდების სიყვარულის მოპოვება. მინდა ვუსურვო მას სწავლების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა და მაღალპროფესიული კადრებით ქვეყნის გახარება.

ყველას კიდევ ერთხელ გლოცავთ და გილოცავთ ღირსახსოვარ იუბილეს.

გილოცავთ ქრისტეს შობის დიდებულ ზეიმს და ნათლისღების დამდეგ დღესასწაულს.

იხარეთ ორსავ სოფელსა შინა.

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი“, – ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ბოლო სერიაში ესენი მაინც ყველა შემთხვევაში გარბიან. ნებისმიერი სცენარით” – ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდზე

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოლიტ-სცენარი: "ბოლო სერიაში ესენი...

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...