spot_img
მთავარისაპროტესტო მოძრაობა"სოციალური სააგენტოს თანამშრომლები იფიცებიან მთელი ქვეყნის მაშტაბით!" -...

“სოციალური სააგენტოს თანამშრომლები იფიცებიან მთელი ქვეყნის მაშტაბით!” – “სოლიდარობის ქსელი”

ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი “სოლიდარობის ქსელი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

წინასაგაფიცო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა! სოციალური მომსახურების სააგენტომ და სამინისტრომ სოციალურ სააგენტოში დასაქმებულთა მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს. სოციალურ სააგენტოებში 381 დასაქმებული იფიცება. ხვალ ოფიციალური წერილის ჩაბარების შემდეგ, 3 დღეში სოციალური მომსახურების შემდეგი ცენტრები ვეღარ მოემსახურებიან ბენეფიციარებს:

1. თბილისი: ყველა რაიონი;
2. აჭარა: ბათუმი, ხულო, შუახევი, ხელვაჩაური;
3. იმერეთი: ქუთაისი, ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა, ხარაგაული;
4. კახეთი: სიღნაღი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, გურჯაანი ლაგოდეხი;
5. გურია: ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი;
6. სამეგრელო-ზემო სვანეთი: მარტვილი, ხობი, ზუგდიდი, აბაშა, მესტია;
7. მცხეთა-მთიანეთი: მცხეთა, დუშეთი, თიანეთი;
8. სამცხე-ჯავახეთი: ბორჯომი;
9. შიდა ქართლი: გორი, ქარელი;
10. ქვემო ქართლი: დმანისი;

დასაქმებულთა მოთხოვნები კი შემდეგია:

  • სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების ხელფასის ორივე ნაწილის (ფიქსირებული და გამომუშავებული ერთეულის) ზრდა 100 %-ით;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გაწეული გზის ხარჯის ანაზღაურება სოციალური აგენტებისათვის;
  • სპეციალისტების, უფროსი და მთავარი სპეციალისტების ხელფასების ზრდა 100% -ით. (რომელიც არ გაზრდილა 2007 წლის შემდეგ);
  • რეგიონში და რაიონულ განყოფილებებში დასაქმებული სპეციალისტების, უფროსი და მთავარი სპეციალისტების ხელფასის თბილისის სერვის ცენტრებში იგივე პოზიციაზე დასაქმებულთა ხელფასებთან გათანაბრება;
  • იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციის დასრულებას მოყვება მთავარი სპეციალისტის (იურისტი) შტატის შემცირება, აღნიშნული პირები, როგორც მთავარი სპეციალისტები, გადაყვანილი იქნენ შესაბამის პოზიციაზე იმავე ან სხვა განყოფილებაში;
  • სააგენტოს მიერ, სხვა დამატებითი სამუშაოს დაკისრების შემთხვევაში (სხვა სიპების დახმარების მიზნით) შემსრულებელ პირს დაერიცხოს დამატებით შრომის ანაზღაურება;
  • სააგენტოს ცენტრებს დაემატოს კადრები, რათა არ მოუწიოს დასაქმებულს სხვა დამატებითი პოზიციების ფუნქცია მოვალეობის შეთავსება;
  • გაფორმდეს პროფესიულ კავშირთან შრომის კოლექტიური ხელშეკრულება;
  • ჩაიდოს ხელშეკრულებაში ხელფასის ყოველწლიური კალკულაცია ინფლაციის დონის გათვალისწინებით.
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მთელი რიგი ცხოველთა უფლებადამცველების გასაგონად – თქვენი დასაწუნი “ლეიბორისტულ პარტიას” არაფერი აქვს” – შალვა...

4 აპრილს სახელმწიფო კანცელარიასთან ცხოველთა უფლებადამცველების საპროტესტო აქცია მოეწყო,...

“გვსურს, გამოვეხმაუროთ დედაქალაქში, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას” – თბილისის მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს ცხოველთა თავშესაფართან ჩატარებულ აქციასთან დაკავშირებით: "გვსურს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...