spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამას ხიბლის ცოდვას ეძახიან, მიხეილ სააკაშვილი ხიბლშია ჩავარდნილი"...

“ამას ხიბლის ცოდვას ეძახიან, მიხეილ სააკაშვილი ხიბლშია ჩავარდნილი” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პოლიტიკურ შეფასებას და კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის ლიდერს მიაჩნია, მიხეილ სააკაშვილს არ სურს თვალი გაუსწოროს რეალობას და ფიქრობს, რომ იგი ერთადერთია, რომელიც ოპოზიციის ლიდერად მოიაზრება ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ:

,,მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით – ამას ხიბლის ცოდვას ეძახიან, ხიბლშია ჩავარდნილი. აქ თითქოსდა რეალობას თვალი არ უნდა გაუსწოროს, მაგრამ ვფიქრობ, რომ იგი ერთადერთია, რომელიც ოპოზიციის ლიდერად მოიაზრება ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. ფაქტიურად, მის გარდა არ არსებობს სხვა ლიდერი.

აქედან გამომდინარე, მთელი ოპოზიციური სპექტრი, ვინც ,,ნაც. მოძრაობის“ სატელიტებად შეიძლება მოვიაზროთ, თავად ,,ნაც. მოძრაობა“ ცდილობს, რომ როგორმე ამ ბოდვაში გაამართლოს სააკაშვილი.

რეალურად საზღვრის უკანონო გადმოკვეთაზე არავინ საუბრობს. პოლიტიკური განცხადებები კიდევ უამრავი ვიხილეთ. თითოეულ თემასთან დაკავშირებით შეიძლება კამათი და არა მარტო კამათი.

შეიძლება დაზუსტებით ითქვას, რომ ეს არის პრაქტიკულად ის შეთქმულება, რომელიც იყო ჩაფიქრებული – არშემდგარი შეთქმულება, რომლის შემდეგ გარკვეული განცხადებების გაკეთება იმისათვის, რომ იქნებადა ისევ დაბრუნდეს ეს პროცესი დესტაბილიზაციის საერთო გეგმაში, რომელსაც სააკაშვილი მისდევდა, როდესაც საზღვარს კვეთდა.

საზღვრის გადაკვეთის დროს იმ ტრაილერიდან იგი საუბრობს მის გატაცებაზე იმ შემთხვევისათვის, თუ ტრაილერში აღმოაჩენდნენ საზღვრის დამრღვევს. აი, ეს არის ერთადერთი ახალი ნიუანსი, რომელიც შეიძლება სიახლე იყოს საზოგადოებისათვის.

მეტი დეტალურად შეფასება წარმოუდგენელია, თვითონ რასაც აკეთებს და აფასებს, ვინაიდან იგი დააჯერეს, როცა გადმოკვეთდა საზღვარს, მის გარშემო მთელი საქართველო გაერთიანდებოდა, რომ რევოლუციური პროცესი განევითარებინათ, შემდეგ იგი დააჯერეს, რომ მას გამოიხსნიან საკნიდან, მას მერე რაც აღშფოთებული ხალხი შეიკრიბება და დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ და შემდეგ იგი დააჯერეს თუ თვითონ დაიჯერა, რომ არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობაა“ გამარჯვებული“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“როდესაც ნავთობიმპორტიორები კარტელური გარიგების პირობებში მოქმედებენ, ბაზრის რეალური მდგომარეობა მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია” – რომან...

საქართველოში საწვავზე არსებულ ფასებთან დაკავშირებით შეფასება-განმარტებებს და მძიმე მინიშნებებს...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...