კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ეს არის ფარსი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ...

“ეს არის ფარსი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ” – მამუკა ხაზარაძე

პარტია ,,ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სასამართოლო განაჩენის გამოცხადების შემდეგ აღნიშნავს, რომ ბრძოლა გაგრძელდება და სასამართლოს გადაწყვეტილებს გაასაჩივრებენ, რადგან ეს არის პრინციპის და ღირსების საკითხი:

,,ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც ახლა ჩვენ მოვისმინეთ მოსამართლის პირით. ჩვენ გვედავებოდნენ 12 წლის წინანდელი, ხაზს ვუსვამ, 2008 წელს ვითომ და ფულის გათეთრების მუხლით და უცბად ეს მუხლი გაქრა. 2012 წელს თურმე ჩვენ თურმე თაღლითობა ჩაგვიტარებია, რომელზეც გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული. არ არის დადგენილი არც დაზარალებული, არც მომჩივანი – ეს არის ნონსენსი, ეს არის ის სასამართლო, რომლის დემონტაჟი უნდა მოვახდინოთ თითოეულმა ჩვენგანმა და მთელმა საზოგადოებამ.

ასეთი სასამართლოს, სამართლიანობის პირობებში ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ეს არის 1 კაცის მიერ მართული სასამართლო მართლმსაჯულება. გუშინაც ვუთხარი, დღესაც ვიმეორებ, რომ ეს მმართველობა ამ ქვეყანაში მისი ხელმძღვანელობით, ბიძინა ივანიშვილს მივმართავ პირადად, დამთავრდება იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ვერ შეეგუება ასეთ უსამართლო მართლმსაჯულებას ამ ქვეყანაში. სადაც არ არის სამართალი იქ არ არის მშვიდობა. ამ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა მანამდე, სანამ თითოეულ მოქალაქეს არ ექნება იმის განცდა, რომ მის უფლებებს, ღირსებას იცავს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო.

ეს სამწლიანი „მასკარადი“, თურმე ჩვენ გვაბრალებდნენ 12 წლის წინათ ფულის გათეთრებას და ახლა თურმე აღმოჩნდა, რომ 4 წლის შემდეგ ჩვენ რაღაცა ჩაგვიდენია. რატომ არ დაიწყო ამაზე გამოძიება? რატომ არ მოხდა იმ ადამიანების დაკითხვა, ვინც თუნდაც 2012 წელს შეიძლება რაღაცაში მონაწილეობდა?

ეს არის ფარსი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა საპყრობილეში არ მივდივართ, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. ეს არის პრინციპის, ღირსების საკითხი. ეს არის იმ ადამიანებისთვის იმედის დაბრუნების საკითხი, რომელსაც ცოტაოდენი იმედი დარჩა იმისათვის, რომ ამ ქვეყანას აქვს შანსი იყოს გამარჯვებული.

მე გპირდებით, მთელ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, გავაგრძელებ ბრძოლას ამ ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის. ამ ქვეყანას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა და ეს უზარმაზარი პერსპექტივა არის თითოეულ თქვენგანში, მაგრამ დახშული, მიმალული, შეშინებული. ეს უნდა გამოვაღვიძოთ და გავაერთიანოთ. დავივიწყოთ მტრობა, უნდა გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოს გარშემო, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ საქართველო უნდა გავხადოთ წარმატებული, გამარჯვებული ქვეყანა!“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე “რაზბორკები” ადასტურებს, რომ ის თავისი ბუნებით მაფიოზური წარმონაქმნია – გია ნოდია

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმილი რეალობის შესახებ საუბრობს განათლების ყოფილი...

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...