spot_img
მთავარირეგიონის ამბები"ნასაკირალის უღელტეხილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისის ბოლოს სრულდება" -...

“ნასაკირალის უღელტეხილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისის ბოლოს სრულდება” – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს კონკრეტულ გავრცელებულ ინფორმაციასტან დაკავშირებით:

“გვსურს გამოვეხმაუროთ რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ არასწორ და არასრულ ინფორმაციას შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის (ნასაკირალის უღელტეხილის) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით და მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი და სრული ინფორმაცია გურიაში მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს გურიის რეგიონის გზების რეაბილიტაციას. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთების სიგრძე ჯამურად შეადგენს 62 კმ-ს, ხოლო პროექტის ბიუჯეტი 58.5 მილიონი ლარია.

პროექტი ითვალისწინებს გზების სრულ რეაბილიტაციას, რაც მოიცავს ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა გზის საფუძვლის გამოცვლა, სანიაღვრე სისტემების მოწყობა, ხელოვნური ნაგებობებისა და საყრდენი კედლების აშენება, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება
პროექტის შემადგენელ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის (ნასაკირალის უღელტეხილის) 8.5 კმ-იანი გზის მონაკვეთზე, დღეის მდგომარეობით, აშენებულია საყრდენი კედლების 80%, წყალგამტარი ნაგებობების 72%, სანიაღვრე არხების 50% და სხვა აუცილებელი სამუშაოები, რომლის შემდგომაც მოხდება გზის საფარის მოწყობა.

ზემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებთან ერთად, გზის ამ მონაკვეთზე მიმდინარეობს შემასწორებელი ფენის შეტანა და ტექნოლოგიით გათვალისწინებული კლიმატური პირობების შესაბამისად, დაიწყება გზის საფარის ასფალტო-ბეტონით მოწყობა.

ნასაკირალის მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების სახელშეკრულებო ვადად განსაზღვრული 12 თვე და სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადა 2022 წლის 27 მაისია.

შესაბამისი პროგრესით მიმდინარეობს სამუშაოები პროექტის დანარჩენ მონაკვეთებზეც, ხოლო ჩოხატაურის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია – დაგებულია ასფალტო-ბეტონის საფარი და დასრულებულია გზის მონიშვნის სამუშაოები. ამ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის 27 იანვარი
გურიის რეგიონის გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია CHINA ROAD AND BRIDGE CORPORATION” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში/

ფოტო: საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ 17 – კმ 19.5 მონაკვეთი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

20-21 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...