spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გულწრფელობა ყველაზე კარგი იარაღია და ვთქვათ..." - ხატია...

“გულწრფელობა ყველაზე კარგი იარაღია და ვთქვათ…” – ხატია დეკანოიძე ოპოზიციის წარმატების სტრატეგიაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე კონკრეტულ  სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაზე საუბრობს, რაც, მისი აზრით, ოპოზიციას წარმატებას მოუტანს:

ხშირად გვეკითხებიან რა არის გეგმა.

მზა რეცეპტი ნამდვილად არ არსებობს, გარდა ადამიანებზე ორიენტირებული პოლიტიკური საქმიანობისა. გულწრფელობა ყველაზე კარგი იარაღია და ვთქვათ:

– პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე და პრეზიდენტის პატიმრობაზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას;

– ამომრჩეველთან მუშაობა (არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ ორი თვით ადრე) მუდმივად;

– საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა;

– საკრებულოებში ადამიანებისთვის ბრძოლა;

– პარლამენტში მაქსიმალურ თანხმობა ოპოზიციასთან, საგამოძიებო კომისიები და ევრორეფორმების პაკეტის შემუშავება, რაზეც მალე დავიწყებთ კონსულტაციებს;

– პროდასავლური ოპოზიციის ერთობა საერთო ინტერესების გარშემო.

აქციები და პროტესტი უნდა იყოს მუდმივი, მაგრამ აქვე ისიც არის, რომ როცა ოპოზიცია და მთავარი ოპოზიციური პარტია პროტესტზე იკრიბება – ეს აქცია მძლავრი უნდა იყოს.

გულწრფელად ვთქვათ – ხელისუფლებას მიმდინარე აქციები არ აშინებს.
და მთავარი: სანამ ადამიანი არ იგრძნობს, რომ პოლიტიკოსი მასზე ზრუნავს – რეჟიმთან ბრძოლაში საკმარისი მოკავშირეები არ გვეყოლება.

ალტერნატივას უნდა ხედავდნენ ოპოზიციაში საქართველოს მოქალაქეებიც და ჩვენი პარტნიორებიც.

ეს მიმაჩნია სტრატეგიად“, – წერს ხატია დეკანოიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...