spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პაპუაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მოურავი და მხოლოდ...

“პაპუაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მოურავი და მხოლოდ მასთან აქვს პასუხისმგებლობა, შესაბამისად, ყურშა გაყოყოჩებულია” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პოზიციაზე შერიგების იდეასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ თვითონ პარლამენტის სპიკერი ხალხთან კი არა ბიძინა ივანიშვილთანაა მხოლოდ ანგარიშვალდებული:

,,ქურდებთან და კრიმინალებთან შერიგებას არავინ არ აპირებს, მაგრამ ის, რომ სამართლიანი სასამართლო არ გვაქვს; ის, რომ უსამართლობაა ამ ქვეყანაში; ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჩაგრავენ და თავად მდიდრდებიან – ეს არის ცხადი და შემდგარი ფაქტი.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეროვნული შერიგება, რომ შევთანხმდეთ სამართლიან თამაშის წესებზე – ანუ თავისუფალ სასამართლოზე, პროკურატურაზე. ამის შემდეგ უკვე ხალხმა გადაწყვიტოს ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში.

რაც შეეხება პაპუაშვილს, ცხადია ის იქნება ასეთ გონორზე მარტივი რამის გამო. მას არანაირი ვალდებულება ხალხთან არ აქვს. ის არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მოურავი და მხოლოდ მასთან აქვს პასუხისმგებლობა და შესაბამისად “ყურშა გაყოყოჩებულია” ახლა და აკეთებს აგრესიულ განცხადებებს.

რაც შეეხება, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხალხთან შერიგებას, უკაცრავად, მასვე შევახსენებ, მიუხედავად იმისა, რომ გააყალბეს არჩევნები პირველ ტურში, მათ პირწმინდად წააგეს ყველა დიდი ქალაქი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის: ჯერ კიდევ დეკემბერში, შალვა პაპუაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” სთავაზობდა ხალხთან შერიგებას – “ვისაც სჭირდება შერიგება, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც უნდა შეურიგდეს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს“,…

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე ვიდეომიმართვით მხარდაჭერას სთხოვს ბიძინა ივანიშვილის...

“როგორც დედა – დედას, როგორც ქალი – ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს”...

სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკატერინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც უპასუხა შვილმოკლული...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

“კარგი შვილი ხარ! მარტო მშობლებისთვის არა… საქართველოს კარგი შვილი ხარ!” – ხათუნა ხოფერია ცოტნე...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია განსაკუთრებით პოზიტიურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ...