ორშაბათი, ივლისი 7, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს ჩემთვის არის სიკვდილი და შეურაცხყოფა, მაგრამ როცა...

“ეს ჩემთვის არის სიკვდილი და შეურაცხყოფა, მაგრამ როცა ხალხის და ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი, ამ შემთხვევაში პირადი ემოცია და შეურაცხყოფა მეორეხარისხოვანია” – შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით

ტელეკომპანია “TV პირველზე” თოქ-შოუ “რეაქციაში”, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მისი პირადი ტრაგედია იქნება, მაგრამ რიგ მიზეზთა გამო შეიძლება გადადგას ეს ნაბიჯი:

ფაქტი ერთია, რომ ხალხი არ გამოდის პარლამენტიდან, არ ტოვებენ, პარლამენტის ახალ არჩევნებზე არავინ საუბრობს, არავის უნდა და ჩვენ ვკარგავთ ტრიბუნას, სადაც შეიძლება ხალხის შიგ პირში ვუთხრათ იმ გაქსუებულ მილიარდერ ბიძებს თუ მამიდებს, რომლებიც ბიუჯეტს ეზიდებიან სახლში.

მაგრამ, ვიმეორებს, ეს ჩემი პირად სურვილი არ არის შეიძლება ეს ჩემი ტრაგედიაც იყოს, იმიტომ რომ 25 წელია ვიბრძვი იმისათვის, რომ უმრავლესობით მოვიდე და ხალხს რაღაცა გავუკეთო – ღარიბს შვება მივცე, უმუშევარს სამუშაო ვაშოვნინო, სწავლის მსურველს განათლების საშუალება მივცე, ავადმყოფს წამალი და ექიმის უზრუნველყოფა გავუკეთო, ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინო… ამას ყველაფერს უმრავლესობით მოსვლა უნდოდა და არა ერთი დეპუტატით შეკინკილება.

ეს ჩემთვის არის სიკვდილი და შეურაცხყოფა, მაგრამ როცა ხალხის და ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი, ამ შემთხვევაში პირადი ემოცია და შეურაცხყოფა მეორეხარისხოვანია. ამიტომ მზად ვიქნები ეს ნაბიჯი გადავდგა, თუ პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა სოციალურ ქსელებში ჩვენ გავაკეთებთ მოსახლეობის გამოკითხვას – რას იტყვის ხალხი,” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

 

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

5 ცნობილი ქართველი მწერალი, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც...