spot_img
მთავარისაპროტესტო მოძრაობა"ჩვენ ვართ სხვაგან და გვინდა არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება,...

“ჩვენ ვართ სხვაგან და გვინდა არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს შესაძლებელია” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ყაზახეთში მიმდინარე დრამატულ პროცესებს ეხმაურება ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი და კონკრეტულ განსხვავებებზე საუბრობს რაც, მისი აზრით, ყაზახეთსა და საქართველოს შორის არსებობს:

ქართველ ხალხს გამოვლილი გვაქვს ის, რაც ყაზახეთში აღგაგზნებთ – ჩემი ბაბლის ნაწილს.
ჩვენ სისხლიანი რევოლუციაც გვქონდა, უსისხლო რევოლუციაც, და უფრო წინ წავედით – დიდი ნაბიჯით – ხელისუფლება არჩევნებით შევცვალეთ.

ქართველი ხალხი არის უფრო წინ, ვიდრე სხვა პოსტ საბჭოთა რესპუბლიკების ხალხები (ბალტიისპირეთის გამოკლებით).

ჩვენ უკვე შევქმენით რაღაც მცირე, მაგრამ მაინც ტრადიცია.

პოლიტიკურ და შემოქმედებით ელიტას ვთხოვ, საკუთარი სასოწარკვეთის სუბლიმაცია უფრო მოკრძალებულად, პრივატულ სივრცეში მოახდინოს (სახლში რაც გინდათ, ის აკეთეთ!!!), პატივი სცეს ქართველი ხალხის მოკლე, სისხლით და უბედურებით, მაგრამ ამავდროულად დიდი აღმაფრენებით და წარმატებებით სავსე პოსტ საბჭოთა გზას და რეგიონში, ან მის შემოგარენში სიოს ყველა დაბერვაზე, ნუ გვაქცევს თალიბებად, ნუ გვცვლის ყაზახებში, ნუ გვამჯობინებს ყველას, სადაც პროტესტს დაინახავს! (უდიდესი პატივისცემით ყველასთან, უბრალოდ ჩვენ ობიექტურად სხვაგან ვართ).

ნუ ამახინჯებთ ისტორიას – თუნდაც უახლესს.

გამოდის ქართველი ხალხი ქუჩაში, როცა ბრაზდება. და როდის გაბრაზდება, ამას ჩვენ არ შეგვეკითხება – ისე იზამს, ჩვენც პირს დავაღებთ, როგორც 20 ივნისს დავაღეთ.

ჩვენ ვართ სხვაგან და გვინდა არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს შესაძლებელია.

რა ყაზახეთი?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...