იუსტიციის სახლი ინფორმაციას ავრცელებს საახალწლო დღეებში, როცა საჯარო სამსახურებში უქმე დღეებია გამოცხადებული, 1-10 იანვრის პერიოდში, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი.
ფილიალები მხოლოდ 1 და 2 იანვარს, ასევე, შობის დღესასწაულზე – 7 იანვარს არ იმუშავებენ.
შაბათ-კვირას, 8 და 9 იანვარს, მხოლოდ დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი.