პარასკევი, აპრილი 19, 2024

პოპულარული საახალწლო-საშობაო სიმღერები სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად

წლების განმავლობაში საშობაო-საახალწლო სიმღერები დიდი პოლულარულობის სარგებლობს მსმენელებში და ბევრისთვის ესა თუ ის სიმღერა საახალწლო დღესასწაულებთან ასოცირდება. ვფიქრობთ, რამდენიმე ლამაზი და რომანტიკული სიმღერით კიდევ უფრო გაგილამაზებთ საახალწლო-საშობაო განწყობას:

ABBA – Happy New Year

“ბედნიერ ახალ წელს” – შვედური ჯგუფის საახალწლო სიმღერა 1980 წლის ალბომიდან “Super Trouper” გამოსვლისთანავე საკმაოდ პოპულარული გახდა მსმენელებში.

 

Wham! – Last Christmas 

ბრიტანული პოპ-დუეტის (ჯორჯ მაიკლი და ენდრიუ რიჯლი) მიერ 1984 წელს გამოშვებული სიმღერა “წინა შობაზე”, ასევე პოპულარული გახდა და დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას.

 

Mariah Carey – All I Want for Christmas Is You 

“სულ რაც მე მინდა შობაზე – ეს ხარ შენ” – სიმღერა გამოშვებულია 1994 წელს, მისი ავტორები არიან მერაია ქერი და ვოლტერ აფანასიევი. სიმღერას ჰქონდა დიდი კომერციული წარმატება.

 

Mariah Carey – Oh Santa! (Official Music Video) ft. Ariana Grande, Jennifer Hudson

2010 წელს გამოშვებული ცოცხალი, ენერგიული, ემოციური სიმღერა.

 

Matt Terry – When Christmas Comes Around

2016 წელს გამოშვებული რომანტიკული სიმღერა “როდესაც ახლოვდება შობა”, რომელმაც თავიდანვე დაიპყრო

 

Band Aid 30 – Do They Know It’s Christmas? 

საქველმოქმედო სუპერჯგუფის (პოპულარული მომღერლებისგან შემნილი – პოლ იანგი, ბოი ჯორდი, ფილ კოლინზი, ჯორჯ მაიკლი, სტინგი, ბონო და სხვები) მიერ 1984 წელს შექმნილი სიმღერა “მათ იციან, რომ ახლა შობაა?” ყველაზე სწრაფად გაყიდვადი აღმოჩნდა ინგლისის ისტორიაში (მოხსნა გაყიდვების რეკორდები) და ბრიტანეთის ჰიტპარადებში 1 ადგილზე იყო 5 კვირის განმავლობაში. პირველი ადგილი დაისაკუთრა ასევე სხვა ქვეყნებშიც – ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, დანია, კანადა, ირლანდია, იტალია, ნიდერლანდები, შვეცია და სხვა.

 

Soft Eject – Please Just Carry On

ქართული როკ-ჯგუფის მიერ 1995 წელს გამოშვებული სიმღერა, რომელმაც ქართველი მსმენელების აღფრთოვანება გამოიწვია და საკმაოდ პოპულარულიც გახდა

საინტერესოა, რომელმა სიმღერამ გაგიძლიერათ საახალწლო-საშობაო განწყობა, ან თქვენ სხვა რომელი თემატური სიმღერა უფრო მოგწონთ?

მოკლედ – სიკეთის, სიხარულის, ბედნიერების ლამაზი, რომანტიკული დღეები და თვეები თქვენ ძვირფასო მსმენელებო/მკითხველებო.

საინფორმაციო სააგენტო “პარალელი”

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული