ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"მძიმე წელი იწყება ჩვენს სამეზობლოში და მსოფლიოში" -...

“მძიმე წელი იწყება ჩვენს სამეზობლოში და მსოფლიოში” – ხათუნა ლაგაზიძე

აშშ და რუსეთის პრეზიდენტების – ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული მოლაპარაკებების 6-პუნქტიან ანალიტიკურ შეფასებას აკეთებს ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

პუტინ-ბაიდენის საუბრის შედეგები

რამდენიმე ნიშანდობლივი მომენტი:

1. მიუხედავად ბაიდენის მუქარისა, პუტინი არამცთუ არ აპირებს უარი თქვას ულტიმატუმის შინაარსზე ან უკრაინაზე აგრესიაზე, არამედ პირიქით – უკრაინაზე თავდასხმის უფლებასაც იტოვებს ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში;

2. დასავლეთის მხრიდან მკაცრი სანქციების დაწესების შემთხვევაში, საპასუხოდ დამატებითი სამხედრო ზომებითაც იმუქრება, უკვე უკრაინის ფარგლებს გარეთაც;

3. სანქციათა შორის, ამერიკის მხრიდან პირველად მომხვდა თვალში, სამხედრო სანქციების გამოყენების მზაობაც;

4. BBC იუწყება, რომ ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებების საპასუხოდ განიხილება ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება და ნატოს ძალების კორექცია/პერედისლოკაცია;

5. მეორეს მხრივ, აღმოსავლეთ ევროპელებს აშინებთ ბაიდენის ფრაზა, რომ ამერიკა მზად არის განიხილოს რუსეთის წუხილები ნატოსთან დაკავშირებით;

6. საუბრის დაძაბულ ტონზე და პუტინის სიტყვების შინაარსზე, ყველაზე მეტად ბაიდენის მხრიდან ატომური ომის დაუშვებლობაზე რამდენჯერმე ხაზგასმა მეტყველებს.

მოკლედ, მძიმე წელი იწყება ჩვენს სამეზობლოში და მსოფლიოში“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ლაგაზიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტოტალიტარიზმი მკვიდრდება, ტირანია ჩნდება. დიქტატი უკვე გვაქვს” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებას ახდენს: "ტოტალიტარიზმი...

კახა კალაძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ღონისძიებას დაესწრო

მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...