საპარლამენტო უმრავლების წევრი ირაკლი ზარქუა აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვაna რუსთავის N12 დაწესებულებაში არ იყო რამე განსაკუთრებული ფაქტი. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, კონსილიუმის დასკვნა ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი არის ჯანმრთელი:
,,საქმე გვაქვს პატიმარ სააკაშვილთან, რომელსაც მისჯილი აქვს საკმაოდ მძიმე თემებზე მსჯავრი. სხვათაშორის სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა დაადგინა, რომ პატიმარი სააკაშვილი არის ჯანმრთელი.
შესაბამისად, ის ექვემდებარებოდა უკან, რუსთავის N12 პენიტენციურ სისტემაში დაბრუნებას.
აქ არ მომხდარა რამე განსაკუთრებული. ასე, რომ ის, ვისაც დრამატიზირება შემოაქვს და უტრირებს, ეს მათ სინდისზე იყოს. ამით ცდილობენ, რომ ეს ადამიანი კიდევ უფრო ჩაითრიონ თავიანთ პოლიტიკურ ბატალიებში.
ჩვეულებრივად უნდა უთხრან, აუხსნან, რომ ის არის პატიმარი. მას მისჯილი აქვს კონკრეტულ თემებზე მსჯავრი და შესაბამისად, უნდა იყოს ჩასახლებული თუ, ასე ვთქვათ, გადაყვანილი შესაბამის უწყებაში, რაც მოხდა გუშინ ყველა კანონის დაცვით“, – განცხადა ირაკლი ზარქუამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


