პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონკრეტულ შეფასებას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის ლიდერის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ჭირვეულობის მიუხედავად, კანონი ყველა ნაწილში უნდა აღსრულდეს:
,,მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ იყოს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი! მას უნდა, რომ იყოს უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე სხვა პატიმრები! ეს არის ჩვეულებრივი დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა. მე მგონი, ეს ასე არ უნდა იყოს!
ბუნებრივია, ნებისმიერ პატიმარს უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე მოპყრობა სახელმწიფოს მხრიდან და არავინ არ უნდა იყოს განსაკუთრებულად პრივილეგირებული.
როდესაც არსებობს კონკრეტული დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. რეფიდინგი ანუ შიმშილობის შემდგომი მკურნალობა დასრულდა 2 კვირის წინ, პატიმარს კვლავაც სურს დარჩეს იქ, სადაც მას არ ეკუთვნის ყოფნა – ეს არის, რა თქმა უნდა, დისკრიმინაციული მიდგომა.
ეს არ უნდა დაუშვას, ბუნებრივია, სახელმწიფომ. სახელმწიფოს მიდგომა იქნება ისეთი, რომელიც დაეფუძნება თანასწორობის პრინციპს.
ჭირვეულობს ეს ადამიანი, მაგრამ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ნაწილში!“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


