ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებისაარჩევნო რეფორმების და კვლევის ჯგუფის განცხადება "ქართული ოცნების"...

საარჩევნო რეფორმების და კვლევის ჯგუფის განცხადება “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

საარჩევნო რეფორმების და კვლევის ჯგუფი ეხმიანება 2021 წლის 22 დეკემბერს „ქართული ოცნების’’ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც ეხება საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში’’ ცვლილებების შეტანის საკითხს და შესაბამის განცხადებას ავრცელებს:

ჩვენ მიგვაჩნია რომ აღნიშნული ცვლილებები ასუსტებს არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობას დაინტერესებული მხარეებისთვის, ასევე მივიჩნევთ რომ გაუმართლებელია საარჩევნო სუბიექტს ეკრძალებოდეს წარმომადგენლად ისეთი პირის დანიშვნა რომელიც არჩევნების პირველ ტურში წარდგენილი იყო კანდიდატად.

ინიცირებული ცვლილებები აძლევს საოლქო კომისიას შესაძლებლობას, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები შეავსოს 17-მდე, მაშინ როდესაც საარჩევნო რეფორმაზე მუშაობის დროს შეგნებულად ჩაიწერა, რომ შევსება უნდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ კომისია 12 წევრზე ნაკლები შემადგენლობით დარჩებოდა. ეს მმართველ პოლიტიკურ პარტიას აძლევს შესაძლებლობას დამატებით მისთვის სასურველი წევრებით დააკომპლექტოს საუბნო საარჩევნო კომისიაები.

სამწუხაროა, რომ უქმდება საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა, რაც შარლ მიშელის დოკუმენტით იყო გათვალისწინებული.

ის რომ იქმნება შესაძლებლობა შუალედური არჩევნები გაიმართოს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ეს ცვლილებების დადებითი ნაწილია, მაგრამ აუცილებელია ეს პროცესი მიმდინარეობდეს საზოგადოების მაღალი ჩართულობით.

საარჩევნო რეფორმების და კვლევის ჯგუფი მიიჩნევს რომ აღნიშნული სახით, მალულად და დაინტერესებული პირების ჩართულობის გარეშე, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებს, განსაკუთრებით როდესაც ის ეხება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა უფლებრივ მდგომარეობას და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, წინ უნდა უძღოდეს ფართო დისკუსიები, ექსპერტებისა და ჩართული მხარეების მონაწილეობით. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური/პროცედურული ცვლილებები და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აუცილებელია სიღრმისეული დისკუსია“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...