საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ პარტიის წევრებს შეკითხვებით მიმართა. როგორც ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, ეს კიდევ ერთი ფარსია, რომელსაც “ქართული ოცნება” აწყობს:
“ბევრი კითხვაა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ეს კიდევ ერთი ფარსია, რომელსაც “ქართული ოცნება” აწყობს.
ძლივს ამ ქვეყანაში შეიქმნა დამოუკიდებელი ინსტიტუციის ჩანასახი და ფაქტია, რომ თქვენ ამის მოშთობა გინდათ, ამიტომ მე კითხვა მაქვს, რა არის რეალური მიზეზი?! რატომ იღებთ ამ კანონს?! რაღაცის გეშინიათ?! გამოდის, რომ ლონდამ შეგაშინათ.
გეშინიათ და ამიტომ იღებთ ამ კანონებს?! თქვენი აზრით თქვენი თანაგუნდელები, რატომ არ არიან?! რცხვენიათ ამ კანონპროექტის განხილვაზე მობაწილეობა?! სულ 4-5 კაცი იყავით დარბაზში, პირველი შემთხვევაა, რომ ოპოზიცია უმრავლესობაში იმყოფებოდა ამ დარბაზში, რა მოხდა შეეშინდათ?! არ უნდათ მონაწილეობის მიღება?! რცხვენიათ მათ, რომ ასეთ საზძაგელ კანონს იღებთ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე?!
უკან მოიხედეთ, აბსოლუტურად ცარიელია ტრიბუნები, ეს მიუთითებს რამდენად მძიმე ვითარებაა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

