spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უკიდურესი პროტესტით მინდა გამოვეხმაურო ძალიან შემაშფოთებელ ინიციატივებს, რომელიც...

“უკიდურესი პროტესტით მინდა გამოვეხმაურო ძალიან შემაშფოთებელ ინიციატივებს, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე წამოიწყო” – ელენე ხოშტარია

პარტია ,,დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია შეშფოთებას გამოთქვამს იმ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რომლებიც ,,ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა. ოპოზიციონერი ლიდერი მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ აღნიშნულ კანონპროექტებზე განმოიყენოს ვეტოს უფლება:

,,უკიდურესი პროტესტით მინდა გამოვეხმაურო ძალიან შემაშფოთებელ ინიციატივებს, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ“ ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე და წინასაახალწლოდ მათი გადმოსახედიდან მშვიდ პერიოდში, როცა არ იქნება რეაქცია, წამოიწყო 3 ძალიან საგანგაშო პროცესი:

  1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება;
  2. საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებები;
  3. ცესკოს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის წესი.

სამივე საკანონმდებლო ინიციატივა არის ძალიან ღიად დემონსტრაციული თავდასხმა, ღია შეტევა ინსტიტუტებზე და სახელმწიფოს მიტაცების ძალიან თავხედური აქტი.

რაც შეეხება ინსპექტორის სამსახურს, იგი შექმნილი იყო დიდი საერთაშორისო ძალისხმევით და ის იყო ინსტიტუტი, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა პოლიციელების თავგასულობა, რისი ფაქტებიც არაერთხელ ვიხილეთ – დაწყებული ლუკა სირაძის ფაქტიდან, ახლა მიმდინარე სააკაშვილის უფლებების შელახვის ფაქტები და სხვა.

ჩვენ ვნახეთ, რომ ,,ქართული ოცნებას“ ეგონა მსგავსი ინსტიტუტის შექმნა უბრალოდ იქნებოდა ფორმალური ინსტიტუტების იმიტაცია. ისინი დაიმორჩილებდნენ ისევე მონურად, როგორც იმორჩილებენ ბევრ სხვა ინსტიტუტს, ამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც. მინდა ხაზგასმით გამოვხატო სოლიდარობა და მხარდაჭერა პირადად ლონდას მიმართ და შევთავაზო დაპირება, რომ ვიდგები მის გვერდზე, ამ ძალიან მძიმე ბრძოლაში!

ლონდა თოლორაიამ ამოიღო ხმა პრინციპულ საქმეებზე. მათ შორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე. ამიტომ, მათ პირდაპირ გადაწყვიტეს, როგორც დემოკრატიასთან რომ არ გაუვლიათ ისეთ ქვეყნებში ხდება, რაც უქმნის დისკომფორტს უბრალოდ აიღონ და გააუქმონ. რაც არის წარმოუდგენელი თავხედობა და სახელმწიფოს დაზიანება.

ასევე, ჩვენ ვნახეთ საერთო სასამართლოების შესახებ კანონი, სადაც დაანონსებულია რეპრესიები ე.წ. ურჩი მოსამართლეების მიმართ.

ამ სიტუაციაში, ჩვენ – ,,დროა“ ვაპირებთ გადავდგათ 2 ნაბიჯი: მოვუწოდებთ პრეზიდენტს, რომ დაადოს ვეტო ამ კანონებს. გასაგებია, რომ ვეტოს დაძლევა არის შესაძლებელი, მაგრამ ეს შექმნის ძალიან მკაფიო სურათს, რომ არის დარჩენილი მხოლოდ ,,ქართული ოცნება“ და ყველა დარჩენი ინსტიტუტი. იგივე მოწოდება მექნებოდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით. ასევე ჩვენ დავუკავშირდით საელჩოებს და ხვალ 12:00 საათზე გვექნება შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან, ამ საგანგაშო ფაქტებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“როგორც დედა – დედას, როგორც ქალი – ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს”...

სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკატერინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც უპასუხა შვილმოკლული...

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...