ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: ვისურვებდი, უფრო მეტი სიყვარული მოეტანოს 2022...

კახა კალაძე: ვისურვებდი, უფრო მეტი სიყვარული მოეტანოს 2022 წელს

თბილისის მერმა კახა კალაძემ 2021 წელი შეაფასა და საკუთარ თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

მუნიციპალიტეტის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2021 წელს სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე წელი უწოდა, რომელსაც მუნიციპალიტეტმა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებით უპასუხა.

დღეს ჩვენ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ბოლო სხდომას ვმართავთ 2021 წელს. რთულია, ორიოდე სიტყვით შევაჯამო ეს წელი. მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩემთვის, ჩემი თანამშრომლობისთვის ის იყო ერთ-ერთი რთული, გამოწვევებით სავსე წელი, თუმცა, ამ გამოწვევების საპასუხოდ, ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა ამ ქალაქისთვის.

უკვე მეორე წელია, რაც პანდემია მძვინვარებს და ბუნებრივია, ამან მსოფლიოს და მათ შორის, ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა. ამის მიუხედავად, ყოველდღიურად, ამ ქალაქის გაუმჯობესებისთვის მუშაობა არათუ არ შეგვიწყვეტია, გავაორმაგეთ ძალისხმევა და მეტი ენთუზიაზმით და ჩართულობით ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ. ამ პერიოდის განმავლობაში, იყო როგორც ყველასთვის მოსაწონი, ისე არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც, იყო ქება თუ კრიტიკა, მაგრამ ორივეს ვუდგებოდით ჯანსაღად და ვცდილობდით, მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მიწოდებით, მეტი განმარტებით, სხვადასხვა უბანში მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაციით, საზოგადოებამდე ჩვენი სათქმელი და საკეთებელი მიგვეტანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე, საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

მინდა, მადლობა გადავუხადო საზოგადოებას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში, რათა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებები შესრულებული იყოს პროექტების და პროგრამების სახით. მოგეხსენებათ, წელს იყო არჩევნებიც და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს. მათ, ვინც მხარი დამიჭირეს და მათაც, ვინც სხვა არჩევანი გააკეთეს. ეს არის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები არ მოვდუნდეთ, არ შემოგვეპაროს თვითკმაყოფილება და ყოველდღიურად ვიმუშაოთ მოსახლეობის მოთხოვნებზე, მათ საჭიროებებზე.

მინდა, მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებს, ყველა სამსახურის, ყველა რგოლის თანამშრომლებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ უკეთესი თბილისისთვის, ისე, რომ მათ მოსახლეობა არც იცნობს. შეიძლება, ამ პროექტების განხორციელების დროს ყველაზე მეტად მე ვჩანდე, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩემი გუნდის და პირადად ჩემი სიძლიერე ჩემი თანამშრომლები, მათი პროფესიონალიზმი, მათი პატიოსნება და გაკეთებული საქმეებია. მინდა, ყველა მათგანს გულწრფელად მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თანამშრომლებს და საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

ვულოცავ თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს დამდეგ ახალ წელს. ვუსურვებ, მათ შრომას კიდევ უფრო მეტი თვალსაჩინო შედეგი მოყოლოდეს, რაც ბუნებრივია, ნიშნავს უფრო ლამაზ, უფრო სუფთა, მოწესრიგებულ, კომფორტულ და სერვისებზე ხელმისაწვდომ ქალაქში ცხოვრებას. ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.

მინდა, პირველ რიგში, მშვიდობა ვუსურვო ჩემს ქვეყანას. სულიერი სიმშვიდე გისურვოთ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს – ჯანმრთელობა, სიხარული და სიყვარული არ მოგვკლებოდეს. ვისურვებდი, უფრო მეტი სიყვარული მოეტანოს 2022 წელს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...