spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეწოდა ყველა...

“საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეწოდა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, გლდანის №18 დაწესებულებაში” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილების გამო დროებით გადავადდა მისი გადაყვანა რუსთავის №12 დაწესებულებაში:

,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გუშინ გორში მოხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გააკეთა განცხადება და ბუნებრივია, აქვე გავაკეთებთ მოკლე განმარტებას.

როგორც საზოგადოებას მოეხსენება 19 ნოემბრიდან მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნა მკურნალობის მიზნით გორში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება.

მკურნალობის დასრულების შემდგომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ. იგი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის №12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. აღელვების ნიადაგზე აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და შესაბამისად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის კანონიერი ღონისძიების დროებით გადავადების შესახებ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობა უკვე დასრულდა, იგი იყო გაწერილი საავადმყოფოდან და ბუნებრივია პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში მაშინ, როდესაც უკვე დასრულებულია მკურნალობა.

მომავალში თუკი შესაძლებელია, რომ პრობლემა შეექმნას მის ჯანმრთელობას, ამ შემთხვევაში არსებობს გლდანის №18 დაწესებულება, სადაც გადაყვანილი იქნება იგი, როგორც ეს იყო წინა შემთხვევაში და საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ მას მიეწოდა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, გლდანის №18 დაწესებულებაში”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთი რა გაგიჭირდათ ეს ლეგიტიმაცია, აი ასეთ გასვენებაში რომ აპირებთ წასვლას” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დავით...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...