spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით...

“ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი” – გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

დღეს, გორის ჰოსპიტალში, საქართველოს ორი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშილის შეხვედრა შედგა. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი:

,,პირველ რიგში, შეხვედრის ძირითადი ნაწილი, ჩვენ ვსაუბრობდით იმ უსაფრთხოების გარემოზე, რაც საქართველოს წინაშე არის ამ დღეებში. დეტალურად გავუზიარეთ ერთმანეთს და მიმოვიხილეთ საქართველოს ირგვლივ შემნილი ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომლის მთავარი აქტორიც არის რუსეთი.

რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილისთვის და ჩვენთვის ძალიან ახლობელ უკრაიანას, ავტომატურად სარკისებურად აისახება საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე.

ვსაუბრობდით იმის თაობაზე, რომ ჩვენი ვალია, როგორც ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტების და ყოფილი მთავარსარდლების, გავიზიაროთ ეს ღრმა შეშფოთება და ქალბატონ სალომესთან ერთად, როგორც ასევე, ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალთან და პრეზიდენტთან, ვიღვაწოთ იმ მიმართულებით, რომ რაღაც მომენტში მთელ დაპირისპირებას, რაც ჩვენს შორის არსებობს შეიძლება ძალიან მძიმე გამოწვევა დაუდგეს წინ, სადაც ჩვენ ყველას უნდა გვქონდეს გაერთიანების ფუნდამენტი და საფუძველი.

ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია და ამას უკვე ჩემგან ვამბობ, პიროვნულად – ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ ჩვენ საქართველოში პუტინთან დაპირისპირებაში ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი და პოლიტიკოსი, არა მარტო საქართველოს კონტექსტში, არამედ სხვა თვალსაზრისითაც, რამდენიც არ უნდა გვქონდეს ჩვენ უთანხმოება ერთმანეთთან ან წარსულში, ან მომავალში – ეს არის საკითხი, რომელიც პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი. ეს არის ჩემი პირადი შეფასება იმ ვითარებისა, განსაკუთრებით იმის მერე, რაც დეტალურად ვისაუბრეთ ჩვენ არსებულ ვითარებაზე.

ვთანხმდებით რა ორივენი, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე არის საქართველო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტების და მთავარსარდლების გაერთიანება, ამ თვალსაზრისით შიდა დაპირისპირების ტემპერატურის დაწევა, რომელიც ქალბატონი სალომეს მიერ არის ინიცირებული, გახლავთ უაღრესად მისასალმებელი, დროული და მხარდასაჭერი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

ანა დოლიძე: “ის რაც ჩვენი პატიმრების თავზე ხდება არის სრული ბარბაროსობა…”

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტული შეკითხვების თანხლებით თავის...

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...