მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს შიმშილობის საპროტესტო აქციაებთან დაკავშირებით. მისი აზრით, ეს დაპირისპირებასა და ესკალაციას მოიტანს ქვეყანაში:
,,როდესაც ლაპარაკია, რომ ვიღაცა, ვისაც მისჯილი აქვს, ის უნდა განთავისუფლდეს ციხიდან – ეს არის სრული აბსურდი. შიმშილობა ასეთი რამისთვის არ შეიძლება მოხდეს. არ მომხდარა მსოფლიოში არსად, რომ სამართლებრივი პროცესი შიმშილობის ან რაიმე პროტესტის გზით წყდებოდეს. შესაბამისად, ეს ვერ მიგვიყვანს ვერანაირ ლოგიკურ შედეგამდე და ვერანაირ ლოგიკურ დასასრულამდე.
ამიტომ ამ პროცესს არ აქვს არანაირი მომავალი ისევე, როგორც გუშინ მოვისმინე სოსო რობაქიძის განცხადება, რომ ყოფილი რეჟიმის მსხვერპლებმა თუ მსხვერპლების ოჯახებმა, ასევე დაიწყონ შიმშილობა სამართლიანობის აღდგენის და წინა ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით. მათაც მოვუწოდებ, რომ არ დაიწყონ ეს პროცესი. იმიტომ, რომ ეს პროცესი დაპირისპირების და ვითარების ესკალაციის გარდა არსად არ მიგვიყვანს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


