spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კალაძე არის უნამუსო და კარგ იდეას მავნებლობის შესანიღბად...

“კალაძე არის უნამუსო და კარგ იდეას მავნებლობის შესანიღბად იყენებს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასია”-ს გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ დაანონსებულ, მუნიციპალურ ტრანსპორტზე ახალი სატარიფო-სააბონემენტო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით:

ჩემი პირველი შთაბეჭდილება, რომ აბონემენტების შემოღებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იაფდება, აღმოჩნდა მცდარი. უძვირდება ყველას, ერთეულების გარდა, ანუ მათ გარდა, ვინც დღეში რვაჯერ მოიხმარს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. აბონემენტების იდეა არის კარგი, მაგრამ კალაძე არის უნამუსო და კარგ იდეას მავნებლობის შესანიღბად იყენებს.

1. ამ უმძიმეს სოციალურ ფონზე გაღატაკებულ მოსახლეობას გაუძვირო ტრანსპორტი, არის ამორალობა;

2. კონცეფცია, რომ ხალხი უნდა მიიზიდონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და გადმოსვან მანქანებიდან, მთლიანად ინგრევა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმდენად იაფი უნდა ღირდეს, რომ ადამიანს უღირდეს მანქანიდან გადაჯდომა. გაძვირების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდება მანქანის შეძენაზე;

3. უკიდეგანო ვირეშმაკობაა, როცა არჩევნებამდე სიტყვა არ დაგცდება “გრანდიოზულ სატრანსპორტო რეფორმაზე“ და არჩევნებიდან ორ თვეში მოსახლეობას ამ დღეში აგდებ;

4. ღირსი ხართ ყველა, ვინც კალაძე შემოხაზეთ,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მაგ მსჯელობიდან ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯია, მეგობრებო” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში, მომხდარ ინციდენტთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...