ტელეკომპანია “კავკასია”-ს გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ დაანონსებულ, მუნიციპალურ ტრანსპორტზე ახალი სატარიფო-სააბონემენტო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით:
“ჩემი პირველი შთაბეჭდილება, რომ აბონემენტების შემოღებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იაფდება, აღმოჩნდა მცდარი. უძვირდება ყველას, ერთეულების გარდა, ანუ მათ გარდა, ვინც დღეში რვაჯერ მოიხმარს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. აბონემენტების იდეა არის კარგი, მაგრამ კალაძე არის უნამუსო და კარგ იდეას მავნებლობის შესანიღბად იყენებს.
1. ამ უმძიმეს სოციალურ ფონზე გაღატაკებულ მოსახლეობას გაუძვირო ტრანსპორტი, არის ამორალობა;
2. კონცეფცია, რომ ხალხი უნდა მიიზიდონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და გადმოსვან მანქანებიდან, მთლიანად ინგრევა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმდენად იაფი უნდა ღირდეს, რომ ადამიანს უღირდეს მანქანიდან გადაჯდომა. გაძვირების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდება მანქანის შეძენაზე;
3. უკიდეგანო ვირეშმაკობაა, როცა არჩევნებამდე სიტყვა არ დაგცდება “გრანდიოზულ სატრანსპორტო რეფორმაზე“ და არჩევნებიდან ორ თვეში მოსახლეობას ამ დღეში აგდებ;
4. ღირსი ხართ ყველა, ვინც კალაძე შემოხაზეთ,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

