spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმე მაქვს აუდიტის რამდენიმე დასკვნა წლების მიხედვით იუსტიციის...

მე მაქვს აუდიტის რამდენიმე დასკვნა წლების მიხედვით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვადასხვა უწყებებში დანაკლისის თაობაზე – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, “მინისტრის საათის” ფორმატში, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე მიწვეულ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს კონკრეტული შეკითხვები დაუსვა. ოპოზიციონერმა ლიდერმა მინისტრს სახელმწიფო ქონების გაფლანგვის შესახებ აუდიტის დასკვნა წარუდგინა და დაინტერესდა თუ რა რეაგირებას ახდენს ამ საკითხთან დაკავშირებით:

მე მაქვს აუდიტის რამდენიმე დასკვნა წლების მიხედვით, მათ შორის 2021 წლის დასკვნა და წაგიკითხავთ რამდენიმე ციფრს: 2 713 000 ლარი; 719 000 ლარი; 1 491 000 ლარი; 651 000 ლარი და ა.შ. ეს არის თქვენს სისტემაში შემავალ სხვადასხვა უწყებებში დანაკლისი, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების გაფლანგვა ხდება, ვიღაცის მიერ მითვისება ხდება.

მაინტერესებს, თქვენ რა რეაგირება გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით? რატომ არ ხდება ამ საქმეების გამოძიება? არავინ არ არის პასუხისმგებელი, ამხელა თანხების გაფლანგვაზე და კორუფციულ სქემეებზე თქვენს უწყებაში.

ხომ არ ხდება ისე, რომ კორუფცია არის მართვის მთავარი მექანიზმი, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემაში, რომელიც ყოველთვის თქვენს პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს?”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ ვახო...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ჩვენს ქვეყანაში დაუცველები ვართ მხოლოდ ჩვენ” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ხელისუფლების მხრიდან დამოკიდებულებაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...