პარასკევი, მაისი 17, 2024

“სანდრო გირგვლიანის საქმეში მკვლელი არ არსებობს” – ელისო კილაძე

სანდრო გირგვლიანის საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, მედიაჰოლდინგ “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი ელისო კილაძე კონკრეტულ დასკვნებს აკეთებს და ელოდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პასუხს, შეხვედრასთან დაკავშირებით, რათა მას გადასცეს შესაბამისი მასალა-დასკვნები:

დავასრულე შეწყალების საქმის შესწავლა!

სანდრო გირგვლიანის საქმეში მკვლელი არ არსებობს. ოცნებამ ვერ (არ ) დაადგინა ვინ მოკლა ის.
არსებობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელმაც გამოიწვია სიკვდილი. (ვისგან არ გვითხრეს).

გირგვლიანის საქმის ფიგურანტები სასჯელს იხდიდნენ საუკეთესო პირობებში, ღია საკნებში, ტოვებდნენ ციხეს. მათთან შეყავდათ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებიც კი (დაკითხულია). ციხის უფროსი – მღვდელია, ბაჩო ახალაია – პატიმარი.

ხელახლა დაკითხულია ყველა ფიგურანტი გამომძიებლები, პროკურორები. ყველა ამბობს რომ დავალება არ მიუღიათ.

რაც შეეხება შეწყალებას – აგვისტოს ომში მოხალისეებად წასვლის მერეც კი, ისინი არ შეუწყალებიათ, ნოემბერში სამხედროებს სასჯელი გაუნახევრეს, მომდევნო წლის ნოემბერში “უდო”-თი გაუშვეს.

დაკითხულია ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ელენე თევდორაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, სოზარ სუბარი – ყველა მათგანი ამბობს, რომ მიშასგან დამნაშავეების დასჯას და ვანო მერაბიშვილის გადაყენებას ითხოვდნენ! არც ერთი მათგანი არ ადებს მიშას ხელს, რომ წინასწარი განზრახვით შეიწყალა ბრალდებულები!

პრეზიდენტს აქვს დისკრეციული უფლება, შეიწყალოს უვადო პატიმარი, მკვლელი, ჯაშუში, ბარიგა და ა.შ.

მიშას არ შეუწყალებია (მომდევნო ორს კი).

პრეზიდენტებს შეწყალების გამო არ იჭერენ – ეს არის პოლიტიკური მსჯავრი.

p.s. ველოდები სალომე ზურაბიშვილის პასუხს – დასკვნა და ჩვენებები უნდა გადავცე!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული