პარასკევი, მაისი 2, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკობა გვენეტაძე: „ეროვნული ბანკი მანამ იქნება მკაცრი პოლიტიკის...

კობა გვენეტაძე: „ეროვნული ბანკი მანამ იქნება მკაცრი პოლიტიკის მიმდევარი, სანამ ინფლაცია კვლავ არ შემცირდება“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილ 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებების შესახებ ისაუბრა.

მომხსენებელმა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლებზე, მონეტარული პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტებსა და შესაძლო რისკების თაობაზე დეტალური ინფორმაცია წარადგინა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც პანდემიის პერიოდში აღნიშნულ მიმართულებებზე ახდენს გავლენას. მისი განცხადებით, ფასების სტაბილურობის მისაღწევად, ეროვნული ბანკი ინფლაციის მიზნობრიობის რეჟიმს იყენებს, რომელიც ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე თანამედროვე და ეფექტიანი მექანიზმია. ინფლაციაზე გავლენების ფაქტორებზე საუბრისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის, ნავთობის და სატვირთო გადაზიდვების აშშ დოლარში გამოხატული ფასების მკვეთრი ზრდა საქართველოში იმპორტულ ინფლაციაზე ახდენს გავლენას. ასევე ყურადღება მომავალი წლის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ მომდევნო წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება, რამაც მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა მისივე განმარტებით, სტაბილური ეპიდვითარების პირობებში ფასების კლება უკვე გაზაფხულიდან დაიწყება:

ეროვნული ბანკი მანამ იქნება მკაცრი პოლიტიკის მიმდევარი, სანამ ინფლაცია კვლავ არ შემცირდება. სწორედ ეს იქნება იმის გარანტი, რომ ეგზოგენური ფაქტორებით გამოწვეული ინფლაცია პერმანენტულ ინფლაციაში არ გადავიდეს“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბიუჯეტის დეფიციტზე საუბრისას განაცხადა, რომ 2020-2021 წლებში ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის ძირითადი ნაწილის დაფინანსება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მობილიზებული დამატებითი ფინანსური რესურსებით ხდება, რაც საერთაშორისო რეზერვების ზრდასაც გულისხმობს.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად იყენებს.

ინფლაციის თარგეთირების პირობებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მიიღწევა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის – მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) – ცვლილებით. გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების შესახებ მაკროეკონომიკური გარემოს გაანალიზების, საფინანსო ბაზრებზე არსებული ვითარების განხილვის, ინფლაციის დინამიკის პროგნოზირების, ინფლაციაზე მოქმედი მაკროეკონომიკური რისკებისა და ინფლაციის მოლოდინების შეფასების შედეგად მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება, პოლიტიკა გამკაცრდება და პირიქით, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ დონეს ჩამორჩება, მონეტარული პოლიტიკა შერბილდება. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს 2009 წლიდან, უკვე 12 წელია ახორციელებს. ამ პერიოდის მანძილზე, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი თავიდან 6% იყო, შემდეგ ეტაპობრივად მცირდებოდა და საშუალოდ 4.7%-ს შეადგენდა, ხოლო საშუალო ფაქტობრივმა ინფლაციამ კი 4.3% შეადგინა. საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონალური გამოწვევების გათვალისწინებით, ეს კარგი მაჩვენებელია. 2018 წლიდან დღემდე კი, რაც ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდა, საშუალო ინფლაციამ 5.4%-მდე მოიმატა და ამის მიზეზი მეტწილად პანდემიაა. ეს ფართო სურათი ნათლად წარმოაჩენს, რომ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კარგად მუშაობს და ხელს უწყობს ფასების სტაბილურობის პროცესს მოკლევადიან პერიოდში დამატებითი ეკონომიკური ხარჯებისა და ეკონომიკური აქტივობის მერყეობის გარეშე“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძის განცხადებით, 2021 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ნარჩუნდება. ნოემბერში ინფლაციამ 12.5 პროცენტი შეადგინა. გაძლიერებული ინფლაციური წნეხის მიზეზი როგორც კორონავირუსის გამო შექმნილი არაორდინარული ვითარება, ასევე შემდგომი აღდგენითი პროცესებია. სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ერთდროულად სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედა, რომელთა შორის აღსანიშნავია მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა:

სურსათის გაძვირება – პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების, ცუდი მოსავლისა და გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯების გამო მსოფლიოში სურსათის ფასები ბოლო ათი წლის მანძილზე უმაღლეს ნიშნულზეა. სურსათის გაძვირებამ განსაკუთრებით იმოქმედა განვითარებად ქვეყნებზე, სადაც სურსათის წონა სამომხმარებლო კალათაში განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით მაღალია. საქართველოს სამომხმარებლო კალათაშიც სურსათის წონა მაღალია და 29%-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, სურსათის ფასის ცვლილება ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“, – განმარტავს კობა გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და სხვა თანაბარ პირობებში მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. კობა გვენეტაძის განცხადებით, წარდგენილი ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა პოტენციური შოკების მიმართ საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაუმჯობესებასა და ეკონომიკის სტაბილური და გრძელვადიანი ზრდის ხელშეწყობას ემსახურება:

2020 წელს, როდესაც პანდემია დაიწყო საქართველოს მთავრობამ და ეკონომიკურმა გუნდმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისაგან უპრეცედენტო ოდენობის დახმარება მოიზიდა, რომელიც ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად და ხარჯების დასაფინანსებლად დაიხარჯა, თანხის ნაწილი რომელიც იხარჯება წელს და ნაწილობრივ შემდეგ წელსაც დაიხარჯება. რომ არა ეროვნული ბანკის აბსოლუტურად უშეცდომო მონეტარული პოლიტიკა, ეს დახმარება ქვეყანაში ვერ მოვიდოდა“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ძირითადი მოხსენების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებებს, ბანკის მიერ განხორციელებულ ფინანსურ ინვესტიციებს, ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტორებს და მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთების განსაზღვრის საკითხებს შეეხებოდა.

საკითხის განხილვის შემდეგ, პარლამენტმა დადგენილების ფორმით კენჭი უყარა წარმოდგენილ დოკუმენტს და 76 მომხრე, 8 წინააღმდეგით, ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი და ეროვნული ბანკი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ხანძარი და თანხვედრი ურბანული გეგმები წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე გვაქვს ხელოვნურად შექმნილ კრიზისთან”...

სამოქალაქო აქტივისტი, პაატა კვირკვაია სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს 30...

“წარმოუდგენლად საჭირო იყო “მთავარი არხი”, მაგრამ აღარ არის” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში ემოციურ...

“ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან შანტაჟის მიუხედავად, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა” – კახა კალაძე

„ევროპელი ბიუროკრატები დამარცხდნენ არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა არა....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი...

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ...

“კაცი, რომელსაც ეგონა, რომ ცას ჩამოხსნიდა – მოხსნეს და შემდეგ დანიშნული არ იყო, რომ...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების"...

“მახსოვს, ირაკლი ღარიბაშვილის საკმაოდ კორექტული კრიტიკისათვის ლამის ჩამქოლეს ადამიანებმა” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, კონკრეტული ფაქტების გახსენების...

“სახალხო დაუმორჩილებლობა და საყოველთაო გაფიცვა! ეს უნდა იყოს მთავარი საკითხი!” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს...