spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რომელი ეროვნული შემარიგებელი ეს ქალბატონი გახლავთ, ვისაც ხურმის...

“რომელი ეროვნული შემარიგებელი ეს ქალბატონი გახლავთ, ვისაც ხურმის ფასსაც კი არ ეკითხებიან?!” – შალვა ნათელაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

,,ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი მწავავე შეფასებას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტის მიწვევასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არანაირი ბერკეტი იმისა, რომ ითამაშოს მედიატორის როლი ეროვნული შერიგების გზაზე.  ამასტან, შალვა ნათელაშვილი მიმართს მოსახლეობას, რომ ,,გაღვიძებული ქართველი ხალხის წინ ვერავინ და ვერაფერი დადგება, იმისთანა ძალა იმალება ჩვენს ერში“:

,,საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამასწინათ საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს ,,ლეიბორისტული“ პარტიის აკრძალვის შესახებ, რადგან ჩვენ არ დავემორჩილეთ ოლიგარქის დიქტატს და გაუთეთრეს გაყალბებული პარლამენტი.

დღეს პრეზიდენტს ეყო თავხედობა მივეწვიეთ ნაძვის ხის დღესასწაულზე, თავისთან, სადაც, რა თქმა უნდა, მისვლას არ ვაპირებთ, თუმცა გვაქვს შეკითხვები იმ პირთან, რომელსაც ევალება სახელმწიფოში მოქალაქეთა უფლებების უმაღლესი დაცვა, რომ მისი მოქალაქეები უშაქრო ჩაითი ხვდებიან ახალ წელს.

  • თუ უფიქრია მას იმაზე, რომ იგი დანიშნა ქვეყნის პრეზიდენტად რუსეთის ოკუპანტმა პრეზიდენტმა და რუსულმა ოლიგარქმა. რომელიც დაკავებულია არა იმით, რომ ხალხის ტკივილებით იცხოვროს, არამედ ნარკოვაჭრების, პედოფილების, პოლიციელთა მკველობის განთავისუფლებითა და ამინისტიებით.
  • თუ უფიქრია იმაზე, რომ მისმა წინაპრებმა პარიზში შეჭამეს საქართველოს დროებითი მთავრობის მიერ გატანილი 230 ყუთი საგანძურიდან რამდენიმე ყუთი, საიდანაც დაბრუნდა მხოლოდ 38 პაკეტი ექვთიმე თაყაიშვილის მიერ.

და საერთოდ, ალბათ ჩვენმა ხალხმა უნდა იფიქროს იმის თაობაზე, ვინ სად უნდა აირჩიონ? რატომ უნდა აირჩიონ? და წინასწარ განსაზღვრონ – ვინ რისი მკეთებელი იქნება!

რომელი ეროვნული შემარიგებელი ეს ქალბატონი გახლავთ, ვისაც ხურმის ფასსაც კი არ ეკითხებიან?! მას უნდა გაითამაშოს მეორე შარლ მიშელი – II სერია. I სერიაში მიიყვანა პარტიები თავის სასახლეში, მოაწერინა ხელი დოკუმენტს, რომელიც დღეს იქცა ფარატინა ქაღალდად და გადაარჩინა ივანიშვილი სრულ გაკოტრებას და შეუქმნა მრავალპარტიული პარლამენტი.

ახლა დაწყებული აქვს II სერია, ასევე, რუსი ოლიგარქის დავალებით, რომელიც ითვალისწინებს არა ეროვნულ შერიგებას, ქვეყნის წინსვლას და ჩვენს გამოყვანას იმ საშინელი კრიზისიდან, სადაც შეგვიყვანეს, არამედ გათვლილი აქვთ მეორე ვარიანტზე, რომ ეს პოლიტიკური რეპრესიები და ის ყველაფერი, რაც გააკეთეს ხელისუფლების უზურპაციის სახით, რამაც დაცალა ჩვენი ქვეყანა, რამაც გამოკეტა ბინები, დაუმუშვებელი დატოვა ჩვენი მამულები – ეს ყველაფერი შერჩეთ და შეიტყაპუნონ, ამჯერად ეროვნული შერიგების პაქტებითა და დეკლარაციებით.

ჩვენ უნდა გავიღვიძოთ! ჩვენ ისევ გვძინავს! გაღვიძებული ქართველი ხალხის წინ ვერავინ და ვერაფერი დადგება, მეგობრებო, იმისთანა ძალა იმალება ჩვენს ერში! მთავარია გავიღვიძოთ და მერე ყველაფერი იქნება კარგად!“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს” – კახა კალაძე...

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების...

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ბიძინას გათვლით, დასავლეთის სიჯიუტე და პრანჭვა ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს, აღიარონ მასთან მარცხი”...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" და "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ემოციური პოზიცია-შეფასებები,...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...