შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდით, რომ საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული...

“იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდით, რომ საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული თამაშები” – ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის დაჩქარებული წესით პირველი მოსმენა შედგა

საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან კანონპროექტის მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და ამავე სამსახურის წარმომადგენელი სხვა სასულიერო პირები.

კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ეკლესიის მხრიდან კანონპროექტთან დაკავშირებულ ინიციატივასა და სამუშაო პროცესში აქტიურ ჩართულობსზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საპატრიარქო სამუშაო პროცესში დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში იყო ჩართული და რიგი პუნქტების შემუშავებაში მათ მიიღეს მონაწილეობა:

ძალიან სასიხარულოა სახელმწიფოს მხრიდან ასეთი პრინციპული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ამ კანონპროექტის შემოტანის მცდელობა არაერთხელ იყო და როგორც იქნა, მოვესწარით იმას, რომ მსჯელობა მიმდინარეობს და შეიძლება ეს პროექტი კანონად იქცეს.

ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაციები, იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდით, რომ საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული თამაშები, თუმცა დღეს ვმსჯელობთ რაღაც ეტაპზე გადასასვლელად, რაც შეზღუდავს ბევრ ახალგაზრდას და ადამიანს, რომლებიც იმედით, მაგრამ მოტყუებული მიდიან, თამაშობენ, აგებენ და ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ამას ოჯახებისთვის.

იმედია, ეს კანონპროექტი მიიღებს ეფექტურ ფორმას, რომელიც ამ სფეროს რეალურად დაარეგულირებს.

მისი ინიციატორი იყო ფინანსთა სამინისტრო, ჩვენ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ შეხვედრაზე საპატრიარქოში, კონფერენციაზე მოვისმინეთ, რომ ჩვენს მიერ დაწყებული საუბრები ამ თემაზე პარალელურად ფინანსთა სამინისტროში მუშავდებოდა. ჩავერთეთ, თითქმის წელიწად-ნახევარი ამ მუშა ჯგუფში ჩართული იყო საპატრიარქო და საპატრიარქოს მიერ მოწვეული ჯგუფი: ფსიქოლოგები, სოციოლოგები და 200-მდე დასკვნა ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების შევკრიბეთ, ასევე ხელმოწერები შევკრიბეთ და მონაწილეობა მივიღეთ რიგ პუნქტებში, რომლებიც დღეს ამ კანონპროექტში აისახა,” – ბრძანა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

კანონპროექტი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. მუშაობის მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია ამავე კომიტეტში მისი მუხლობრივი განხილვა, რის შემდეგად მას ასევე დაჩქარებული წესით მეორე მოსმენისათვის მოამზადებენ.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...