სამშაბათი, აპრილი 1, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"უნდა გვესმოდეს - თუ კარს ვუკეტავთ ევროპას, იქ...

“უნდა გვესმოდეს – თუ კარს ვუკეტავთ ევროპას, იქ გაიღება რუსეთის კარი” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი ლიდერი, გიგი უგულავა ,,მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მწვავე შეფასებას აკეთებს და მიმართავს მმართველ პარტიას. მისი განცხადებით, დღეს მთავარი საკითხი არის საით წავა ქვეყანა – ,,წავა აქეთ მიმართულებით, რისთვისაც ვიბრძოლეთ 30 წელიწადი, თუ ისევ უკან მოგვატრიალებს უკუნეთში“. გიგი უგულავას განცხადებით, მიმდინარე სასამართლო პროცესისგან არ აქვს პოზიტიური მოლოდინები:

,,რაც უფრო გაწელავს ზამბარას ივანიშვილი მით უფრო მოხვდება ეს ზამბარა მას ცხვირში! საქართველოში ეგრე არის. ისევ ვიმეორებ, ქართველებმა შეიძლება შიმშილი აიტანონ, ყველაფერი შეიძლება აიტანონ – სოციალური, მაგრამ როგორც კი მივა ღირსების საკითხზე – ყველაფერი უკანა პლანზე გადადის! ეს არ არის მარტო ნიკას შემთხვევა. ჩვენ ვხედავთ პარალელურად ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის და ავთო წერეთლის საქმეს.

სასამართლოსგან პოზიტიური მოლოდინები მე არ მაქვს იმიტომ, რომ ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების“ ხელწერა ისიც კი არ არის, რომ მოდი ახლა დამოუკიდებელი სასამართლობანა ვითამაშოთ. ლოგიკურად შეიძლება, მოდი, ახლა ვუთხრათ, რომ არ დაიჭიროს სასამართლომ და ამით ხომ ხედავ დამოუკიდებელი სასამართლოა! – არა! არ დაიჯეროთ ეგ! – იმიტომ, რომ ესენი ამ გზას არ ადგანან.

სასამართლო არის ჩვეულებრივი ცერბერი. ის აკეთებს იმას, რასაც უნდა. ჩვენ ვხედავთ ამ პოლიტიკურ საქმეებს, უამრავ აქტივისტს და ასი ათასობით ლარია უკვე ჩვეულებრივ პატარა ბიჭებზე გამოწერილი – ესეც ჩვეულებრივი დრაკონული საქმე არის. კანონი შეცვალეს იმისათვის, რომ ხალხი დევნონ.

მიდის ტოტალური შეტევა თავისუფლებაზე. რატომ მიდის? – იმიტომ, რომ ივანიშვილს უნდა ძალაუფლების შენარჩუნება. ძალაუფლების შენარჩუნება ხდება ივანიშვილისნაირი ტიპის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ეგრე – დარბევით, დაშინებით.

მაგრამ საერთაშორისო თვალსაზრისით, ამას ვერ ,,აპრავებს“ და ამიტომაც პირდაპირ არის უკვე გაღებული. უნდა გვესმოდეს – თუ კარს ვუკეტავთ ევროპას, იქ გაიღება რუსეთის კარი. დღეს უკვე ნახევარ გზაზე ვართ ამის!

ამიტომ კონკრეტულად ეს პროცესი, ისევე როგორც სხვა სასამართლო პროცესები და მიმდინარე მთლიანი პროცესი ჩვენს ქვეყანაში, საბოლოო ჯამში, ეს არის – საით წავა ქვეყანა, წავა იმ მიმართულებით, რისთვისაც ვიბრძოლეთ 30 წელიწადი თუ ისევ უკან მოგვატრიალებს უკუნეთში.

მაგრამ ეს არ გამოვა-თქო, ეს არ არის ბელორუსი! ეს კარგად უნდა ესმოდეს ივანიშვილს!“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამწუხაროა იმის დანახვა, რომ საყვარელი ქვეყანა კვდება შენს თვალწინ, თან წაჰყვება შენი სიამაყე, ოცნებები,...

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ბიზნესმენ ფადი ასლის სევდიანი ასოციაციები: "სამწუხაროა...

“მხოლოდ ძალიან ვიწრო წრემ იცის მაშინ, კულუარულად, მიმდინარე მოვლენების შესახებ” – ნიკა მელია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია 3 წლის წინანდელ...

“ელენე ხოშტარიას მიმართ ჩადენილი დანაშაული კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ებრძვის ივანიშვილის...

"კოალიცია ცვლილებებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", "ძლიერი საქართველო" ერთობლივ...

“წულუკიანს ბევრი უკლია სტალინამდე” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უტიფართ და მით უფრო “ოცნების” მიერ “დადებულ” პრეზიდენტს (2018-ში) არ სჩვევიათ ბოდიშის მოხდა!” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მწვავე შეფასებები...

“ამერიკელებმა რაღა თქვან, მგონი ისინი ჩვენზე უარეს დღეში არიან” – ირაკლი ოქრუაშვილი

აშშ-ში 2 ქვეყნის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმორ ზელენსკის...

“ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი!” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...