spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძალიან უხერხულია, როდესაც "ოცნება" თვლის, რომ ამ ტრიბუნების...

“ძალიან უხერხულია, როდესაც “ოცნება” თვლის, რომ ამ ტრიბუნების გამოყენება შეუძლია ტყუილებისთვის” – ანა ბუჩუკური

პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა, პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა და კონკრეტულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება:

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო “ოცნების” ერთ-ერთი დეპუტატის განცხადებას. არ ვიცი თვითონ ამის სჯერა თუ არა, მაგრამ თქვა, რომ სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით გვესმის მხოლოდ კრიტიკა და არანაირი კონკრეტულ პრობლემაზე და კონკრეტულ ინიციატივაზე საუბარი არ ყოფილაო – ეს არის ტყუილი. ჯერ კიდევ ივლისის თვეში ჩვენმა გუნდმა წარმოვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ზუსტად ეხმიანებოდა ერთი მხრივ 19 აპრილის შეთანხმებას და მეორე მხრივ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებებს, რომელიც უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმირებას. საზოგადოებას მინდა ვუთხრა – ტყუილია, როდესაც “ოცნება”, “ოცნების” დეპუტატი საპარლამენტო ტრიბუნიდან გეუბნებათ, რომ კონკრეტული არაფერი არ არის სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების აუცილებლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმება რეფორმების ნაწილში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმირებას უკავშირდებოდა, თუმცა ოცნებამ ამ პოლიტიკური შეთანხმებიდან მხოლოდ ერთი ნაწილი შეასრულა და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე ძალადობრივი შტურმის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკანორ მელია გაათავისუფლა.

19 აპრილის შეთანხმება, რეფორმების ნაწილში, სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმირებას უკავშირდებოდა, თუმცა გვახსოვს ისიც, რომ “ოცნებამ” ამ პოლიტიკური შეთანხმების მხოლოდ ერთი ნაწილი შეასრულა პირნათლად, კერძოდ, ბრალდებულ ნიკანორ მელიას, ადამიანს, რომელიც კონსტიტუციურ ინსტიტუტზე ძალადობრივი შტურმის ორგანიზებაში იყო ბრალდებული, გაათავისუფლა და ჩააცვა პოლიტიკური იმუნიტეტი, მიანიჭა უფრო სწორად პოლიტიკური იმუნიტეტი.

ასე რომ, ძირითადად, გულწრფელი რომ ვიყო, სხვა საკითხზე მინდოდა ყურადღების გამახვილება, მაგრამ ძალიან უხერხულია, როდესაც “ოცნება” თვლის, რომ ამ ტრიბუნების გამოყენება შეუძლია ტყუილებისთვის” – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...