spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნაციონალური მოძრაობის" დასუსტებაში არის პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების გასაღები...

“ნაციონალური მოძრაობის” დასუსტებაში არის პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების გასაღები – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მწვავე შეფასებებს აკეთებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით. მმართველი პარტიის ლიდერს მიაჩნია, რომ პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების გასაღები არის ენმ-ს დასუსტებაში:

,,დამნაშავე იმუქრება რევოლუციით. დამნაშავე იჯდება ციხეში, მოუწევს მას თავისი სასჯელის მოხდა. ,,ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი შანსი რევოლუციის, არჩევნების მოგების არ აქვს, ამ ქვეყანაში, ერთი მარტივი მიზეზის გამო – მის უკან არ დგას ხალხი!

უნდა აღიარონ ყველა დანაშაული, რაც აქვთ მათ ჩადენილი: წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, მედიის მიტაცების, ბიზნესის რეკეტის ჩათვლით, რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი. ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსებს, ბუნებრივია, ადგილი აღარ აქვთ პოლიტიკაში – ეს უნდა აღიარონ. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეიძლება დაიწყოს საუბარი შერიგებაზე. მაგრამ, ვიდრე ამ ადამიანებს – დამნაშავეებს, კრიმინალებს აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე ლაპარაკი ზედმეტია!

პრეზიდენტს აქვს უფლება სცადოს მაქსიმუმი იმისათვის, რომ გააუმჯობესოს პოლიტიკური მოცემულობა საქართველოში. მას აქვს ამის უფლება, მაგრამ რაც შეეხება პერსპექტივას, მაქვს საკმაოდ მძიმე წარმოდგენა – სწორედ იმის გამო, რომ ვიცნობ ამ ადამიანების ბუნებას.

,,ნაციონალურ მოძრაობა“ სუსტდება მუდმივად, მათ შორის, იმის გამო, რომ წააგეს არჩევნები და იციან, რომ 3 წელი არანაირი არჩევნები აღარ იქნება, იმის გამო, რომ მათი ბელადი არის ციხეში. ,,ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დასუსტდეს და მის დასუსტებაში არის პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების გასაღები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია” – კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

„ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“ასეთი რა გაგიჭირდათ ეს ლეგიტიმაცია, აი ასეთ გასვენებაში რომ აპირებთ წასვლას” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დავით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...