პარასკევი, ივნისი 27, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციაუნდა შეიცვალოს ეს მარიონატეული ნეოლიბერალური რეჟიმი - ირაკლი...

უნდა შეიცვალოს ეს მარიონატეული ნეოლიბერალური რეჟიმი – ირაკლი კაკაბაძე

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე ეხმიანება საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფაქტს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის დუმის დეპუტატი იხილა სრულიად საქართველომ.

“ძირს ნეოკოლონიალიზმი და იმპერიალიზმი! დღეს საქართველოში აშკარად გამოჩნდა რომ რუსული კოლონიალიზმის და იმპერიალიზმის კოლაბორაციონისტული ძალები გაძლიერდნენ და დაიწყეს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება!

1992 წლიდან ქვეყანა იმყოფება კოლაბორაციონისტული ხელისუფლებების ტირანიის ქვეშ, რომელიც მოქალაქეთა დანაშაულებრივი კავშირის სამართალმემკვიდრე პარტიებით – ქოც-ნაცური კოალიციებით იმართება და სწორედ ამან მიგვიყვანა გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამში ჩაჯდომა, რაც არის სრულიად მიუღებელი მთელი ქართველი ერისათვის.

რუსეთის იმპერია ამ ხნის განმავლობაში მეთოდურად ძარცვავს ქართველ ერს და მათს შორის ყველა სფეროს წარმომადგენლებს. ქართველი მწერლები და ავტორები ბოლო 27 წლის იძარცვებოდნენ რუსული იმპერიალისტური ინტერესების მიერ. ბატონი გიგა კობალაძის მაგვარი კოლაბორაციონისტები ხელოვნურად აღატაკებდნენ ქართველ ავტორებს და ამდიდრებდნენ რუსეთის იმპერიას. ეს სრულიად მიუღებელია. საქართველო მთლიანად უნდა დადგეს რუსული და ნებისმიერი სხვა კოლონიალიზმის და იმპერიალიზმის წინააღმდეგ. აგრეთვე ქართველ ავტორებს უნდა მიეცეთ საშუალება იყვნენ თავისუფალი რუსული ჩექმისაგან.

ძირს იმპერიალისტები და ძირს კოლაბორაციონისტები! უნდა შეიცვალოს ეს მარიონატეული ნეოლიბერალური რეჟიმი მთლიანად – ქოცების და ნაცების თამადობით. და ამავე დროს უნდა ფარდა აეხადოს ყველა კოლაბორაციონისტს.

უნდა მთლიანად შეიცვალოს ბოლო 27 წლის კოლობაროციონანისტული რეჟიმი – თავისი ყველა განშტოებით!

ძირს იმპერიალიზმი და გაუმარჯოს თავისუფლებას!” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ირაკლი კაკაბაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მერე ესენი წავლენ ციხეში, ჟანრის ლოგიკაა🙌 სხვაგვარად არ ხდება📌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკური პროცესების კონკრეტულ...

“ევროპარლამენტმა მორიგი “რაკეტა” ესროლა საქართველოს მორიგი რეზოლუციის სახით, თან კასეტურ ვარიანტში, რომ გაფანტული ნაღმები...

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი, ზაალ...

“ვერასოდეს ვერაფრით ვერ დაგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ” – სოფო ჯაფარიძე

პროდასავლური პარტიების ლიდერების პატიმრობის მისჯას და დაპატიმრების გადაწყვეტილებებს ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...