ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოამეფე გიორგი ბრწყინვალეს ოქროსა და ვერცხლის მონეტების დიზაინის...

მეფე გიორგი ბრწყინვალეს ოქროსა და ვერცხლის მონეტების დიზაინის შესარჩევად განმეორებითი კონკურსი ცხადდება

საქართველოს ეროვნული ბანკი, მეფე გიორგი ბრწყინვალეს თემაზე (სერიიდან “საქართველოს მეფეები“) საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტების შექმნის მიზნით განმეორებით კონკურსს აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, საკოლექციო სერიიდან “საქართველოს მეფეები“ შეირჩა ის მეფეები, რომელთა მმართველობაც ქვეყნის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. საკოლექციო სერია წარმოაჩენს ქვეყნის საერთო სოციო-პოლიტიკურ თუ ზოგად კულტურულ-ისტორიულ კონტექსტს, ხაზს უსვამს იმ გამორჩეულ ეტაპებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალეს ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი. ამ ფორმით, ქართული ეროვნული ვალუტა კიდევ ერთხელ უწყობს ხელს ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზებას.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს მუშაობას აღნიშნული სერიის ფარგლებში მეფე გიორგი ბრწყინვალეს თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების გამოსაშვებად, ამ მიზნით აცხადებს ახალ კონკურსს შესაბამისი დიზაინის ესკიზების შესარჩევად.

მეფე გიორგი ბრწყინვალეს თემაზე (სერიიდან “საქართველოს მეფეები“) საკოლექციო დანიშნულების ოქროს და ვერცხლის მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევი ახალი კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

აქვე საქართველოს ეროვნული ბანკი “საქართველოს მეფეების” სერიიდან დავით აღმაშენებლის ოქროს საკოლექციო მონეტების გაყიდვას იწყებს. დავით აღმაშენებლის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროს მონეტის რეალიზაცია 2021 წლის 13 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება.

საკოლექციო მონეტის შეძენა მხოლოდ ელექტრონულ პლატფორმა https://www.TKT.ge– ის საშუალებით იქნება შესაძლებელი.
გაეცანით მონეტების შეძენის წესებსა და პირობებს –
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველა წინა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მომავალში მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ქვეყნის სწრაფი განვითარება...

„მომავალ წელს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...