კვირა, ივნისი 29, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიამ მოცემულობაში, ამ ამოცანებთან მიმართებაში ყველაზე ღირსეული კანდიდატურა...

ამ მოცემულობაში, ამ ამოცანებთან მიმართებაში ყველაზე ღირსეული კანდიდატურა იქნება შერჩეული ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე – არჩილ თალაკვაძე

საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებებს ირაკლი ღარიბაშვილსა და ეკატერინე ტიკარაძის უთანხმოებაზე “მწვანე პასპორტების” საკითხთან მიმართებაში, პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს მმართველი პარტიის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და აცხადებს, რომ ეს მოგონილი თემაა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ასევე აღნიშნავს, რომ ახალი მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები:

,,ჰაერიდან მოტანილი თემაა ზოგიერთი ოპოზიციური ტელევიზიის მიერ, რომელსაც საკითხები და დღის წესრიგი ამოწურული აქვთ, ან უბრალოდ იგნორირებას უკეთებენ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს დღეს.

მესმის, რომ თქვენ გინდათ გაუსწროთ მოვლენებს და პირველებმა შეატყობინოთ საზოგადოებას, თუ რა გადაწყვეტილებები განიხილება, მაგრამ როგორც გითხარით, ეს გადაწყდება კონსულტაციებით. ამ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოცემულობაში, ამ ამოცანებთან მიმართებაში – ყველაზე ღირსეული კანდიდატურა იქნება შერჩეული ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე.

რაც შეეხება მწვანე პასპორტს, როგორც ხედავთ, მეც ვსარგებლობ ამ აპლიკაციით და ის არის საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული. შესაბამისად, რადგან მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით და რადგან განვითარებული მსოფლიო იყენებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამ კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად ამ მექანიზმს, რა თქმა უნდა, მეც მხარს ვუჭერ ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას, მთავრობის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპიულ საშუალებებთან დაკავშირებით,...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

“ეს საშუალო სტატისტიკური ქოცი რატომ გოდებს მეორედ მოსვლაზე, ვერ გავიგე!😊” – ლელა ჯეჯელავა

ირანში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციებთან დაკავშირებით, ერთგვარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო...