spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სულ რამდენიმე დღეა საჭირო და გავიგებთ, მორიგი უშინაარსო...

“სულ რამდენიმე დღეა საჭირო და გავიგებთ, მორიგი უშინაარსო და უმომავლო ტექსტია თუ რამე კეთილგონიერს ისახავს მიზნად” – ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილის პოზიციაზე

დემოკრატიის ვირტუალური სამიტზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას და საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია:

მაქვს უფლება, არ მჯეროდეს.

მაქვს გამოცდილება, არ ვენდობოდე.

არც მჯერა და არც ვენდობი.

თუმცა, მაქვს საკმარისი საღი აზრი, რომ არც სიხარულის ყიჟინა შემოვკრა და არც ფურთხის ნიაღვარი მივუშვა.

დაველოდები და დავაკვირდები, რას/ვის გულისხმობს ზურაბიშვილი “ინკლუზიურობაში”, “მთელ საზოგადოებაში”, “უახლოესი ისტორიის საერთო აღქმაში”, “ტკივილში” და მისი დაძლევის ფორმებსა და ტემპებში და, რაც მთავარია, საითკენაა მისთვის მიმართულება “წინ”.

სალომე ზურაბიშვილი: “როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”.

სულ რამდენიმე დღეა საჭირო და გავიგებთ, მორიგი უშინაარსო და უმომავლო ტექსტია თუ რამე კეთილგონიერს ისახავს მიზნად აქ და ახლა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა…” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“არ მეცოდება უზრდელი და თავხედი ადამიანი, მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფება, არ იცავს...

ქართველი მომღერალი და მსახიობი ნინი ბადურაშვილი კახეთში, სასტუმრო "Agarani...

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგვიმალა” – ტელე-რადიო კომპანია...

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...