ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაერთაშორისო ურთიერთობები"აუცილებელია 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ოფიციალური...

“აუცილებელია 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ოფიციალური დეზავიურება” – რუსეთის საგარეო უწყება უკრაინისა და საქართველოს ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს შეერთებულ შტატებთან და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან დიალოგის შესახებ უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებასთან დაკავშირებით, სადაც საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში კონკრეტულ საკითხებზეა საუბარი:

უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის დარღვევით, ისევე როგორც საბჭოთა ხელმძღვანელობის წინაშე მიცემული დაპირებების დარღვევით, წლების განმავლობაში, NATO თანმიმდევრულად ფართოვდებოდა აღმოსავლეთისკენ, ყოველ ჯერზე უგულებელყოფდა მოსკოვის შეშფოთებას, როდესაც ნატო-ში ახალი ქვეყნების დამატება ხდებოდა და ამ ბლოკს მატებდა აღვირახსნილ ანტირუსულ მუხტს.

ჩვენ დიდი ხანია ვამახვილებთ ყურადღებას მოვლენების ასეთი განვითარების დაუშვებლობაზე და რადგანაც დასავლეთს აშკარად არ არის განწყობილი ზემოაღნიშნული პოლიტიკური ვალდებულებების შესრულებისთვის, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არაერთხელ იყო შეთავაზებული, ევროატლანტიკურ სივრცეში, მომხდარიყო თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპის იურიდიულად სავალდებულო ხასიათის შეთანხმება. თუმცა, ამაზე უცვლელად უარს გვეუბნებოდნენ.

ამ მხრივ, როგორც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხაზს უსვამს, ჩვენ მოვითხოვთ, დროის კონკრეტულ პერიოდში და თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპის საფუძველზე, სერიოზულ გრძელვადიან სამართლებრივ გარანტიებს, რაც გამორიცხავს როგორც ნატო-ს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთისკენ, ასევე რუსეთის  დასავლეთ საზღვრებთან ჩვენდამი საფრთხის შემცველი იარაღის სისტემების განლაგებას.

ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ოფიციალური დეზავიურება, რომ “უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები“, როგორც ეუთო-ს ყველა მონაწილე სახელმწიფოს ლიდერების ვალდებულების საწინააღმდეგოს – “არ გააძლიერონ საკუთარი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე“.

მოვითხოვთ იურიდიულ შეთანხმებას, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა ქვეყნების მიერ თავდასხმითი იარაღის სისტემების, რომლებიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციას, არგანლაგების შესახებ, მის მეზობელ, როგორც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი წევრი, ასევე არაწევრი  ქვეყნების ტერიტორიებზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

ნინო ჯანგირაშვილი: “ივანიშვილის კიდევ ერთი კრახი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...