spot_img
მთავარიოკუპაციახელისუფლების კეთილი ნება იყო გავრილოვის საქართველოში შემოყვანა -...

ხელისუფლების კეთილი ნება იყო გავრილოვის საქართველოში შემოყვანა – პაატა დავითაია

იმ პალამენტის შენობაში, სადაც  გამოდიოდნენ ჩვენი პრეზიდენტები, სადაც კენჭი ეყარა დსთ-დან გასვლის საკითხს, სადაც დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დაადგინა ოკუპაციის თემა, სადაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი გამოვიდა სიტყვით და მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დღეს ჩვენ ვნახეთ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი და ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი” – აღშფოთებას გამოხატავს პაატა დავითაია.

“საქართველოს ევროპელი დემოკრატების” ლიდერი მწვავე შეფასებას აძლევს რუსეთის ცინიკურ დამოკიდებულებას საქართველოსტან მიმართებაში.

ყველაზე საინტერესოა, დააკვირდით რომ, ნებისმიერ საპარლამენტო ასამბლეაში, რომლის წევრიც არის რუსეთი, ყოველთვის მმართველი წარმომადგენელი არის “ედინაია რასია”. აქ კი ვხედავთ, რომ ასეთ ფორუმებზე, როგორიც არის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, წარმომადგენელი არის რუსეთის დუმის ეგრეთწოდებული ოპოზიციის, კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი, რომლის მთავარი იდეოლოგია არის აგრესია. რუსეთის აგრესიის მთავარი იდეოლოგიაც არის ნებისმიერი ტერიტორიის მიერთება. არ უნდა გვიკვირდეს, რატომ არის ის მთავარი იდეოლოგი, იმიტომ რომ კომუნისტური პარტია საბჭოთა კავშირის აღდგენის მომხრეა და საბჭოთა კავშირის დაშლა ამ პარტიისთვის არის ტრაგედია” – აცხადებს პაატა დავითაია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ყუდღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე, რომ მსგავსი ფორუმების მეშვეობით, სწორედ აგრესიული პოლიტიკის მატარებელი ადამიანების შემოსვლა ხდება ქვეყნის ტერიტორიაზე.

გავიხსენებ, მაგალითად მარკოვი, რომელმაც თავის დროზე ხმა მისცა საქართველოს წინააღმდეგ – აფხაზეთის და ცხინვალის აღიარებას, ჩვენ არ შემოვუშვით საქართველოში და ამაზე იყო სერიოზული საუბარი და სერიოზული განხილვა.

მაშინ, როცა მე ვიყავი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, მომიწია გამოსვლა ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოში და დაცვა საქართველოს პოზიციის, თუ რატომ არ შემოვუშვით მარკოვი და უნდა აღვნიშნო, რომ  სრული მხარდაჭერა მივიღეთ, მაშინ ევროპის  სტრუქტურებიდან. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის იმიჯზე უნდა ვიზრუნოთ. არ შემოვუშვათ ესეთი დეპუტატები, რომლებიც მოდიან რაღაც საერთაშორისო ეგიდით. ეს არის აბსოლუტური  ბლეფი” – აცხადებს პაატა დავითაია.

პოლიტიკოსი ხელისუფლების პოზიციას აფასებს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში რუსი დეპუტატის შემოსვლა საქართველოში, მისთვის მიუღებელი და გაუგებარია

რა თქმა უნდა, ხელისუფლების კეთილი ნება იყო ამ ადამიანის შემოყვანა და გასაგებია ყველაფერი, რაც ხდება, ეგრეთწოდებული რბილი პოლიტიკაა ოკუპანტთან მიმართებაში, რომელიც არაფრის მომტანი არ არის. ხელისუფლებას მინდა შევახსენო, რომ იგივე კარასინმაც კი დაუქნია ხელისუფლებას თითი, ბოლო შეხვედრაზე და ფაქტობრივად, იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც დგამს ხელისუფლება, მმართველი პარტია, ამაზეც კი მუქარა გამოგზავნა.

მე მომწონს მმართველი პარტია თუ არ მომწონს, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, სწორ ქმედებებში, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, ყოველთვის დავუჭერ მხარს, რადგან თქვენ იცით რას მოყვა კარასინის განცხადებები. ამას მოყვა გაღიზიანება, ამ სიტუაციაში თავიდან ბოლომდე ვიზიარებ ქართული სახელმწიფოს ვითარებას, მაგრამ ვერ ვგებულობ მმართველი პარტიის პოლიტიკას, რომელიც  ერთი ხელით მკვეთრად აფიქსირებს პოზიციას და მოქმედებს, ვთქვათ თვით კარასინის განცხადებების წინააღმდეგ და მეორე ხელით, ასეთი კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელ ადამიანს უშვებენ თბილისში” – აცხადებს პოლიტიკოსი.

მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას, პოლიტიკოსი გავრილოვის აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს ჩართულობას იხსენებს:

ეს ადამიანი მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთში, აქ არც არის საუბარი ცალკე ქმედებებზე, როგორც მებრძოლი, აქ არის საუბარი მხარდაჭერაზე, რომელსაც აღუთქვამდა სეპარატისტს. დაწყებული ფინანსური და დამთავრებული სხვა იდეოლოგიური მომენტებით. ამ ფონზე ყველაზე საკვირველი იყო ჩემთვის ის, რომ მართლა მაგარმა ადამიანმა, უკრაინის ელჩმა საქართველოში, დააფიქსირა პოზიცია და გავიდა იმ დარბაზიდან. დარბაზში იმყოფებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ჯემალ გამახარია, რომელსაც მე პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემ. ეს ის ადამიანია, რომელსაც ნანახი აქვს ყველაფერი” – აღნიშნავს პაატა დავითაია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

“სანამ “ოცნება” შოუს დგამს ფასების კომისიის სახით, ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენი...

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე მაღალ ფასებთან დაკავშირებით აკეთებს...

“ეხლა აღარ გინდათ სალომე ზურაბიშვილი და ცდილობთ ბალასტად ქცეული მოიშოროთ?” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციურ სპექტრში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...