spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ჩვენ განუხრელად ვაძლიერებთ ძალისხმევას კორუფციისგან თავისუფლების, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა...

“ჩვენ განუხრელად ვაძლიერებთ ძალისხმევას კორუფციისგან თავისუფლების, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ღია მმართველობის გასაძლიერებლად” – ირაკლი ღარიბაშვილი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ამ მიმართულებით ქვეყნის წარმატებების თაობაზე საუბრობს:

დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღეს ჩვენი ქვეყანა თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება. ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს. მათგან ერთ-ერთი ბოლოა Trace International-ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის წლევანდელი კვლევა, რომლის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის დასახელდა, ხოლო პირველი ადგილი დაიკავა იმ კომპონენტში, რომელიც მთავრობასთან მიმართებაში კორუფციის დაბალ რისკს აფასებს. საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 სახელმწიფოს, რეგიონში კი – უდავო ლიდერია.

ეს შედეგი შესაძლებელი გახადა ჩვენი ხელისუფლების მიერ ანტიკორუფციული კანონმდებლობის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და მთავრობის ღიაობის მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა.

ჩვენ განუხრელად ვაძლიერებთ ძალისხმევას კორუფციისგან თავისუფლების, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ღია მმართველობის გასაძლიერებლად“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ისინი საკუთარ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ, ცდილობენ კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკოსების მესიჯებს მოერგონ” –...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ცალკეული ოპოზიციური...

“ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია” – კახა კალაძე ირაკლი კუპრაძეს

„ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...