spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემ შვილს უპირისპირდება სისტემა და ყველაფერი, რაც აქ...

“ჩემ შვილს უპირისპირდება სისტემა და ყველაფერი, რაც აქ ხდება კონტროლდება იმ სისტემისგან, რომლის მიმართ მე ნდობა არა მაქვს!” – გიული ალასანია

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მონახულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნავს, რომ მის შვილს უპირისპირდება სისტემა და კონკრეტულ ეჭვებს გამოთქვამს მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით:

,,მოგეხსენებათ, რომ ჩემ შვილს უპირისპირდება სისტემა. ახლა, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩემი შვილი არის სისტემის ხელში და ყველაფერი, რაც აქ ხდება კონტროლდება იმ სისტემისგან, რომლის მიმართ მე ნდობა არა მაქვს!

აქ რომ გადმოიყვანეს, რამდენიმე დღე თითქოს იყო უკეთესად ამ გადატანილი წამების შემდეგ, მაგრამ ნელ-ნელა ვატყობ, რომ მიდის უკან.

მე ექიმი არა ვარ, მე იმ ანალიზებს არ ვნახულობ და ვერ გეტყვით ზუსტად, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილება არის ასეთი, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი დაღლა, ეს არ არის რაღაც ჩვეულებრივი ნერვიულობა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ  ეს არის რაღაც მედიკამენტოზური, მაგრამ რა ფორმით ხდება ამის მიღება, არის იმ ჩამონათვალში, რომელიც ოფიციალურად არის დაფიქსირებული? მე არც ის მინახავს რა არის დაფიქსირებული!

Covid-19-ის შემდეგ, რაღაც გარკვეული დროის შემდეგ რომ გაესინჯა, რაღაცა დაუნიშნეს. იქ ერთი იყო რაღაცა, მაგრამ კარგად გრძნობდა თავს.

მე ხშირად დავდიოდი კიევში და ვხედავდი ნორმალურ, აქტიურ ადამიანს – ამ შემთხვევაში სრულიად სხვა სურათია.

ექიმები შეიძლება სრულიადაც კარგები არიან, მაგრამ ვის ხელშია, ვინ აკონტროლებს, მაგალითად, მის კვებას? ისევ სუსის ხელშია ყველაფერი”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!” – გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე აბიტურიენტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...