spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქალბატონო თეა, თქვენი გამოსვლა სავსე იყო სიძულვილის ენით...

“ქალბატონო თეა, თქვენი გამოსვლა სავსე იყო სიძულვილის ენით ანუ ეს არის კულტურის ახალი სტანდარტი, რომელსაც კულტურის მინისტრი გვთავაზობს?!” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას შეფასებები გააკეთა მინისტრ თეა წულუკიანის მისამართით:

,,ქალბატონო თეა, თქვენი გამოსვლა, სამწუხაროდ, ისევ და ისევ სავსე იყო სიძულვილის ენით იმით, რომ გაუგებარი ეპითეტებით მოიხსენიებთ კულტურის სფეროს ამა თუ იმ წარმომადგენელს ანუ ეს არის კულტურის ახალი სტანდარტი, რომელსაც კულტურის მინისტრი გვთავაზობს?!

ასე აპირებთ თქვენ კულტურის სფეროში მოღვაწეობის თუ მუშაობის გაგრძელებას?!

ანუ კულტურის სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც თქვენს აზრს სრულად არ გაიზიარებენ, მათ აზრს თქვენ არ მოისმენთ და იქნებით მხოლოდ იმ კულტურის სფეროს წარმომადგენლების მინისტრი, ვინც თქვენთვის მოსაწონი იქნება და ვინც ტაშს დაგიკრავთ აბსოლუტურად ყველაფერზე?!

ეს კულტურის მინისტრობა კი არა ეს არის უკულტურობის მინისტრობა,  სიმართლე რომ გითხრათ, რაც დღეს თქვენ წარმოაჩინეთ.

მართლა საოცრებაა, რომ კულტურის სფეროს თქვენ წარმოადგენთ დღეს საქართველოში. თქვენი დამოკიდებულებით თუნდაც ჟურნალისტებთან, თუნდაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ადამიანებთან – იმ სიძულვილის ენით, რაც გქონდათ თქვენს გამოსვლაში. იმიტომ, რომ არავის არაფერი არ დაამახსოვრდება ქალბატონო თეა, რაც თქვენ ისაუბრეთ გარდა იმ ეპითეტებისა, რითაც მოიხსენიეთ თქვენთვის არასასურველი ჯგუფები, ადამიანები თუ ცალკეული პირები. ამიტომ, მართლა მაინტერესებს, ასე აპირებთ თქვენ კულტურის სფეროს გაძღოლას?! ეს არის კულტურის ახალი სტანდარტი საქართველოში?!

ბოლოს მინდა, მწერალთა კავშირის წარმომადგენლება მთხოვეს, რომ ეს კითხვა დამესვა: მაინტერესებს მწერალთა სახლთან დაკავშირებით რას აპირებთ? – მაჩაბელზე რომ მდებარეობს. თქვენი პოზიცია რა არის? ვიცი, რომ წარსულში ბევრს წახვლათ და ბევრს ისაუბრებთ, მაგრამ თქვენ რას აპირებთ მომავალში ამ საკითხთან დაკავშირებით?“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...

“ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...