ორშაბათი, მაისი 12, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენ იმსახურებთ მადლიერებას, იმ ნაკეთები საქმეებისთვის, რომელიც რეალურად...

“თქვენ იმსახურებთ მადლიერებას, იმ ნაკეთები საქმეებისთვის, რომელიც რეალურად წარმოაჩენს ამ ქვეყანაში წარმატების მიღწევის ძალიან დიდ პერსპექტივებს” – მიხეილ სარჯველაძე თეა წულუკიანს

პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ, თეა წულუკიანს უსმენდნენ. პლენარულ სხდომაზე მინისტრის მისამართით პოზიტიური შეფასებები გააკეთა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ:

მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმისთვის, რაც თქვენ დღეს აქ მოისმინეთ. ეს არის მიუღებელი ადამიანურად და ეს არის ფსკერზე ქვემოთ, აბსოლუტურად დაუშვებელი ადამიანურობის, ჰუმანიზმის, ქართველობის, პარლამენტარიზმის, ნებისმიერი კრიტერიუმით რაც არ უნდა ვთქვათ.

ამ ფონზე, მინდა გადაგიხადოთ დიდი მადლობა თუნდაც იმისთვის, რომ ოპოზიციიდან გამოთქმულ არც ერთ კრიტიკულ სიტყვას თქვენ არ იმსახურებთ.

თქვენ იმსახურებთ მადლიერებას, იმ ნაკეთები საქმეებისთვის, რომელიც რეალურად წარმოაჩენს ამ ქვეყანაში წარმატების მიღწევის ძალიან დიდ პერსპექტივებს, რომელიც იშლება ყოველდღიურად ამ საქმიანობის შედეგად.

მე ყოველთვის მექნება იმედი, რომ იქ, სადაც თქვენ ბრძანდებით, თქვენი გუნდია, რეალურად შესაძლებელია რომ საქართველო წარმოჩნდეს კაცობრიობაში როგორც ლიდერი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიჭოო, ცოტა ხნით გააჩუმეთ კახი კალაძე🙈 დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თბილისის მერის, კახა...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

“ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ შეფასება-შედარებას ახდენს მისი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...