ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ლევან ქობალიას ფოტოებით გაგვაცნობს კრწანისის ტყეპარკში ბინადარ ფრინველს – ოჩოფეხას.
ოჩოფეხა, ფეხჭოჭინა – Black-winged stilt (Himantopus himantopus) – ფრინველთა მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ-ს აღწევს. ტყეპარკში გვხვდება მხოლოდ მიმოფრენისას.
ბინადრობს ზღვებისა და ტბების ქვიშნარ ნაპირებზე. ბუდობს კოლონიებად. მაისში დედალი დებს 4 კვერცხს, ოჩოფეხა იკვებება წყლის მწერებითა და მათი მატლებით.