spot_img
მთავარირეგიონის ამბებიტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მთიან აჭარაში ტრენინგები მიმდინარეობს

ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მთიან აჭარაში ტრენინგები მიმდინარეობს

ტურისტული პროდუქტების შექმნისა და განვითარების მიზნით მთიან აჭარაში ტრენინგები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტულად აქტიურ 10 სოფელში ტრენინგებს საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს უტარებს. პროექტი, რომელშიც ტურისტული სააგენტოები და გიდებია ჩართული, ერთის მხრივ საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს ეხმარება გაამრავალფეროვნონ და დახვეწონ ტურისტებისთვის შესათავაზებელი სერვისები, მეორეს მხრივ კი სააგენტოებს, გიდებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებს შორის ურთიერთანამშრომლობას უწყობს ხელს. ტრენინგები სოფლების ტურისტული პოტენციალის კვევებზე დაყრდნობით დაიგეგმა, რომლის შემდეგაც ერთობლივად მომზადებული ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციები იგეგმება.

პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან მასში გიდები, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებია ჩართული. ისინი ერთობლივად მუშაობენ, რომ მთიანი აჭარის 10 სოფელში გამოკვეთონ და განავითარონ ძირითადი ტურისტული პროდუქტები, სერვისები რასაც ტურისტებს შესთავაზებენ. ეს კვლევებზე დაფუძნებულია პროცესია, რის მიხედვითაც ტურისტული პროდუქტების შექმნის, შეფუთვისა და გაყიდვის შესახებ დაიგეგმა ტრენინგები, ვორკშოფები და საველე გასვლები. პროექტი ტურისტულ სააგენტოებსა და გიდებს ეხმარება უკეთ გაიცნონ მთიანი აჭარა, თავადვე მიიღონ მონაწილეობა ტურისტული სერვისების დახვეწაში და ეს ყველაფერი სამომავლოდ მათ ტურისტულ შეთავაზებებში ასახონ,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...