კვირა, ივლისი 13, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"კახა ბენდუქიძე მოკლეს ამათ!" - მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის...

“კახა ბენდუქიძე მოკლეს ამათ!” – მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის წარმომადგენლებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე კახა ბენდუქიძესთან დაკავშირებით ისაუბრა, გაიხსენა მასთან შეხვედრა ბრიუსელში, მის სიკვდილამდე 2 თვით ადრე და აღნიშნა, რომ კახა ძალიან ნერვიულობდა, რადგანაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, საკუთარი უნივერსიტეტიდან თანხის გაფლანგვაზე:

,,მე კარგად მესმის კახა ბენდუქიძის, რომელსაც შევხვდი მის სიკვდილამდე ორი თვით ადრე ბრიუსელში, რომელიც ძალიან ნერვიულობდა. იმიტომ, რომ მასზე იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე, საკუთარი უნივერსიტეტიდან თანხის გაფლანგვაზე და კახა მოკლეს ამათ!

კახა ბენდუქიძის, გენიალური ქართველი რეფორმატორის, რომელსაც სამ დღეში ნიშნავდნენ, აი იმ დღიდან, როცა შევხვდი, იმიტომ, რომ ამისთვის ჩავედი, რომ მეთქვა, უკრაინის ეკონომიკის მინისტრად და ვიცე-პრემიერად. მისი სიკვდილი გავიგე, როცა მივედი აეროპორტში, არ იღებდა ჩემ ტელეფონს ერთი დღე, მივედი აეროპორტში და აღარ ჩამოვიდა და მერე უკვე ბრიუსელში გავიგე, რომ კახა ბენდუქიძე აღარ არის.

ამათ მოკლეს თავისი ბრალდებებით! თან უგზავნიდნენ იცით რას? – რომ პატარა საკანში იქნები, დაბანის საშუალება არ გექნება, რაც მომიყვა კახამ, მე არაფერს არ ვიტყუები! – იქნები ისეთ დიეტაზე, რომ კუჭი გაგიხმება, რაღაც საოცრებებს უყვებოდნენ. მე ძალიან კარგად ვიცი სად იხარშება ეს სიბინძურეები!

როცა ვლაპარაკობთ, სხვათაშორის, ნუგზარ ფუტკარაძის, ია კერზაიას მკვლელობაზე, არ დაგვავიწყდეს კახა ბენდუქიძის მკვლელობა.

მე ზუსტად ვიცი რატომ წავიდა კახა დროზე ადრე ამქვეყნიდან!“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“რას ამბობთ, ძალიან სტაბილურად და მყარად გრძნობს რეჟიმი თავს😅” – ნინო ჯანგირაშვილის ირონია

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონია ქვეყანასი არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...