პარასკევი, მაისი 2, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: „ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში...

კახა კალაძე: „ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო და არა ჩემი ენერგეტიკის მინისტრობის დროს

„ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო. მე ენერგეტიკის მინისტრობის დროს, უარი ვთქვი კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარის გადახდაზე“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ რაოს“ საკითხზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის განმარტებით, საუბარი იმაზე, რომ მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში ტარიფი უნდა გაზრდილიყო, რათა კომპანია ზარალზე არ წასულიყო, არის აბსურდი და ოპონენტების გამოგონილი ტყუილი:

ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ზოგიერთი ტელევიზიიდან და ოპონენტებისგან მოვისმინეთ სრული აბსურდი, რაც არ მიკვირს. მათი პოლიტიკური მდგომარეობა, თუ როგორ გამოიყურებიან, ამ განცხადებებშიც ჩანს. მერე უკვირთ, რატომ არიან ასეთ მდგომარეობაში და რატომ არ აქვთ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა. ამ ადამიანების ყოველდღიურობა აგებულია სიცრუეზე და ხალხის შეცდომაში შეყვანაზე.

რაც შეეხება არსებულ დავას, თავის დროზე, როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, მოთხოვნა იყო, კახა კალაძეს ხელი მოეწერა იმაზე, რომ ამ კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარი გადაგვეხადა. ამას, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებოდი. ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. სახელმწიფოს დავა არ წაუგია. ეს არის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოთხოვნა იყო 200 მილიონ დოლარზე. მე და ჩემმა თანამშრომლებმა ეს პასუხისმგებლობა არ ავიღეთ და ამას ხელი არ მოვაწერეთ. აღნიშნული სარჩელი, რა თქმა უნდა, გასაჩივრდება, რითაც უკვე დადასტურდა, რომ კომპანიას ეს 200 მილიონი დოლარი არ ეკუთვნოდა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს გაფორმდა, უნდა მოეხსნას თუ არა ე.წ. გრიფით საიდუმლოს სტატუსი, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ მისი მინისტრობის დროს არანირი საიდუმლო ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

კახა კალაძეს არანაირი „გრიფით საიდუმლო“ ხელშეკრულება არ დაუდია. ამ ხელშეკრულებას 2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაედო „გრიფით საიდუმლო“. შესაბამისად, ჩემი მინისტრობის დროს ეს ხელშეკრულება დამხვდა. გამოძიება რაზე დაიწყოს? 200 მილიონ დოლარს რომ ითხოვდნენ და 80 მილიონ დოლარის გადახდა რომ გვიწევს? ესაც ჯერ დასადგენია, რადგან გასაჩივრებულია ზედა ინსტანციაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები მოძიებულია, საკუთრებაში კი ეტაპობრივად გადაეცემათ – კახა კალაძის...

„დედაქალაქში მცხოვრები უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები უკვე...

“მახსოვს, ირაკლი ღარიბაშვილის საკმაოდ კორექტული კრიტიკისათვის ლამის ჩამქოლეს ადამიანებმა” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, კონკრეტული ფაქტების გახსენების...

“ჩემი არჩევანი იქნება “ქართული ოცნება” იმისათვის რომ არ მოვიდეს ნაცები!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს "ქართული ოცნების"...

“ნანუკა მაგრად დადექი! ეს სიმახინჯეები შენ ვერაფერს დაგაკლებენ!” – მიხეილ სააკაშვილი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: ჭიათურა არ არის მხოლოდ მაღარო და ფულის საჭრელი ადგილი. რა დაგიშავა...

ჭიათურაში მაღაროების დახურვის გადაწყვეტილებას იქ მომუშავე პერსონალის პროტესტი მოჰყვა...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი...

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ...

მარიამ კვიციანი: “გამოცდილება, როგორც საძირკველი”

ბიზნეს და პიროვნული ზრდის ტრენერი, BMA-ის დამფუძნებელი, მარიამ კვიციანი...

“მახსოვს, ირაკლი ღარიბაშვილის საკმაოდ კორექტული კრიტიკისათვის ლამის ჩამქოლეს ადამიანებმა” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, კონკრეტული ფაქტების გახსენების...