შაბათი, მარტი 15, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაშალვა პაპუაშვილი: "თუკი შევადარებთ რა როლი ჰქონდა პროფესიულ...

შალვა პაპუაშვილი: “თუკი შევადარებთ რა როლი ჰქონდა პროფესიულ განათლებას წინა ხელისუფლების დროს და რა როლი მიანიჭა მას “ქართულმა ოცნებამ” – ეს არის ცა და დედამიწა”

თუკი შევადარებთ რა როლი ჰქონდა პროფესიულ განათლებას წინა ხელისუფლების დროს და რა როლი მიანიჭა მას „ქართულმა ოცნებამ“ – ეს არის ცა და დედამიწა, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს მიიღოს პროფესია. არ არის აუცილებელი უმაღლესი განათლების მიღება და ამიტომაც ხდება, რომ განათლების სამინისტრომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით დაახლოვა პროფესიულ განათლებაში ჩართული ადამიანების და სტუდენტების სტატუსი სტუდენტის სტატუსთან დაახლოების კუთხით, მათ შორის, სამხედრო ვალდებულების გადავადების კუთხით“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათი ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენის დროს.

მისი თქმით, პროფესიულ განათლებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია რეგიონებში ცოდნის შეტანის მიმართულებით:

პროფესიული განათლება მჭიდრო კავშირშია პრემიერ მინისტრის იმ ახალ ინიციატივასთან, რომლის მიხედვით სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მეტად უნდა ჩაერთონ ეკონომიკაში რა თქმა უნდა, აქ თავის როლი და ახალი მასშტაბი ენიჭება პროფესიულ განათლების დაწესებულებებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ შეფასებები გააკეთა, ასევე, განათლების სამინისტროს ბიუჯეტთან მიმართებაშიც:

2012 წელს, „ქართულ ოცნებას“ დახვდა ბიუჯეტი, სადაც განათლებისა და მეცნიერებისთვის გათვალისწინებული იყო 600 მილიონი ლარი, 2022 წელს კი, გათვალისწინებულია მილიარდ 623 მილიონი ლარი. აქედან შეგიძლიათ დასკვნა გამოიტანოთ, როგორი პრიორიტეტია განათლება და მეცნიერება „ქართული ოცნებისთვის“. ეს ნახტომი მოხდა არა მარტო წელს, არამედ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. ეს თავისთავად გულისხმობს, რომ განათლების ყველა საფეხური განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია რაც წერია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში და სამთავრობო პროგრამაში:

ჩვენ რასაც ვუყურებთ არის ის, რომ მთავრობამ ის პროგრამა, რომელსაც ქართველმა ხალხმა ხმა მისცა და მანდატი მიანიჭა „ქართულ ოცნებას“, შესრულდეს. ჩვენ ამ კუთხით ვუყურებთ მთავრობის საქმიანობას“, – მიაჩნია შალვა პაპუაშვილს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ყურადღებით დავაკვირდებით ქოცპროპაგანდას, დავინახავთ მათ მთავარ გზავნილს – ღირსებით პუტინისკენ!” – პაატა მანჯგალაძე: 

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის” – ირაკლი...

"იმედი LIVE"-ს ეთერში "დიფ სთეითთან" დაკავშირებით ისაუბრა მთავრობის მეთაურმა,...

“რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, თვითაღიარების რეჟიმში გადავიდა” – ზაალ ანჯაფარიძე

"რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, თვითაღიარების რეჟიმში გადავიდა. უკვე...

“სისტემა უნდა დაინგრეს და ეს მხოლოდ ერთად შეგვიძლია!” – პაატა მანჯგალაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ერთიანობა ნაციონალური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...