spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, თუ როგორ გადააქციეს პოლიცია...

“გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, თუ როგორ გადააქციეს პოლიცია პოლიტიკური დავალების შემსრულებლად” – ლევან ხაბეიშვილმა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე შეფასებები გააკეთა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, სადაც, მისი თქმით, პოლიცია ასრულებდა პოლიტიკურ დავალებებს და იცავდა რუსი ოლიგარქის ინტერესებს:

,,გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, თუ როგორ გადააქციეს პოლიცია პოლიტიკური დავალების შემსრულებლად. პოლიცია არ იცავს მოქალაქეს, კანონს. ისინი ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს და რა თქმა უნდა, ისინი იცავენ რუსი ოლიგარქის ინტერესებს.

ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად მშვიდობიან მანიფესტანტებს და აგრესიულად ექცეოდნენ ჟურნალისტებს – მათ შორის ოპერატორებს. ხელითაც შეეხნენ ოპერატორს, რომლის ჯანმრთელობას ნამდვილად დაემუქრა საფრთხე, როდესაც მას, ფაქტიურად, ეცა რამდენიმე პოლიციელი.

ჩვენ, ასევე, ვიხილეთ სასამართლოს ეზოს წინ განლაგებულ პოლიციელთა, ფაქტობრივად არმია, რომელიც კანონის დარღვევით არ აძლევდა მოქალაქეებს შესაძლებლობას, რომ ყოფილიყვნენ სასამართლოს ეზოში.

მიუხედავად ამისა, მოქალაქეებს არანაირი პროტესტი, ამის გამო, არ გამოუთქვამთ. ამის შემდეგ უკვე დაიწყო სპეცრაზმელების პროვოკაცია და ხაზს ვუსვამ, რომ ესენი იყვნენ არა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, არამედ პოლიციის ფორმაში გადაცმული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ე.წ. რობოკოპები, სპეცრაზმელების წარმომადგენლები. იმისთვის, რომ ისინი თავისი ფორმებით დაეყენებინათ ეს თავშივე ნიშნავდა იმას, რომ არაპროპორციულ ძალას იყენებდნენ, რაც გააკეთეს კიდეც – მხოლოდ პოლიციის ფორმაში გადაცმულებმა, რომელთაც ჰქონდათ ე.წ. ნინძა ნიღბები, რომელიც საპატრულო პოლიციას არ აქვს და ჰქონდა წიწაკის “სპრეი”, რომელიც ასევე არ აქვს საპატრულო პოლიციას და მას უმისამართოდ ასხამდნენ ადამიანებს. რამდენიმე ადამიანი დაშავდა და შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემა, რის სემდეგადაც აქციის მონაწილეებს მოუწიათ გზაზე გადასვლა და გადაკეტვა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება” – დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და...

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცალკეული...

“ფასების საკითხებით პოლიტიკური მანიპულაციები საცოდავ შთაბეჭდილებას ტოვებს” – გია ნოდია

ფასებთან საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე მსჯელობებს თუ შეფასებებს, კონკრეტული პოზიციით...

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...