spot_img
მთავარირეგიონის ამბებიბრიტანულ გამოცემებში აჭარის შესახებ სტატიები გამოქვეყნდება

ბრიტანულ გამოცემებში აჭარის შესახებ სტატიები გამოქვეყნდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს წამყვანი ბრიტანული გამოცემების ჟურნალისტები სტუმრობენ. Daily Mail-ის, The Travel Magazine-ის, Trip Reporter-ისა და The Cultural Voyager-ის ჟურნალისტები აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებს ამზადებენ. ჟურნალისტებმა ძველი ბათუმი, ბულვარი და ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ნობელებისა და ხარიტონ ახლვედიანის მუზეუმები, ასევე ბათუმის ბოტანიკური ბაღი, პეტრასა და გონიოს ციხეები, ქედის ტურისტული პროდუქტები მოინახულეს და ადგილობრივი სამზარეულო დააგემოვნეს. აჭარაში მოგზაურობის შემდეგ ჟურნალისტები ქუთაისსა და თბილისს სტუმრობდნენ. რეიტინგულ ბრიტანულ გამოცემებში აჭარისა და ზოგადად, საქართველოს შესახებ 10-მდე სტატია გამოქვეყნდება:

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას. ამჯერად, ბათუმი და რეგიონის სამთო ტურისტული პროდუქტები ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორებიცაა Daily Mail, The Travel Magazine და სხვა ბრიტანული გამოცემები. აჭარაში და ზოგადად საქართველოში მოგზაურობის შესახებ 10-მდე სტატია გამოქვეყნდება ბრიტანულ გამოცემებში, რომელთაც მილიონობით მკითხველი ჰყავთ. ამით კიდევ ერთხელ ვახსენებთ თავს ჩვენს პოტენციურ ტურისტებს, რომ აღმოაჩინონ აჭარა, საქართველო და მიუხედავად პანდემიისა იმოგზაურონ ჩვენს ლამაზ ქვეყანაში,“ – აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგურმა.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

20-21 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...